“ზოგიერთს გულწრფელად ჰგონია, რომ საქართველო რუსულ ოკუპაციას 200 წელზე მეტია ებრძვის”

ზოგიერთს გულწრფელად ჰგონია, რომ საქართველო რუსულ ოკუპაციას 200 წელზე მეტია ებრძვის.

შიმშილი, დრო-დრო ჟამიანობა, ბავშვების მასობრივად გატაცება და გაყიდვა – ფოთის ნავსადგურიდან მონებად და მამლუქებად, მუდმივი ინტრიგები და ხოცვა-ჟლეტა ნახევრად გამაჰმადიანებულ თავად-აზნაურობაში, ქვეყნის დაქუცმაცება, მოსკოვის ნაცვლად სპარსეთში თუ ოსმალოში სირბილი მანდატებსა და ჩინ-მედლებზე, მუდმივი ლეკიანობა… – აი ეგ იყო მაშინდელი საქართველო. სწავლა-განათლება, რკინიგზის გაყვანა და დემოკრატია კი არა, ფიზიკური განადგურების წინაშე დადგა ერი.
ისე, ერეკლე მეორეს მიერ ტრაქტატის ხელმოწერამდე გაცილებით ადრე ვახტანგ მეექვსის რუსეთში გაძევება მოხდა – 1400 კაციან შეიარაღებულ რაზმთან ერთად. ამით კარგა ხნით გამოიწერა ქვეყნისთვის საკრალური ხელისუფლების დელეგიტიმაციაც და შემდგომი ორხელისუფლებიანობაც.

ჰოდა, აქეთ, გასული საუკუნის 70-80-იანებში, სანამ ზვიადის სახელს გაიგებდით, რამდენი იყავით, ნეტავ, “რუს ოკუპანტებს” რომ შეაკვდით ბრძოლაში? და შემახსენეთ ერთი, ლენინის პრემია რომელ ერთს გაქვთ უკან ჩაბარებული, ბაბოიც ტკაც! “დინამო, დინამო, დინამო”!…
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი