ბრიტანელი “მებრძოლები” უკრაინაში “სელფების” გადასაღებად ჩადიან და თან რუსეთის პროვოცირებას იწვევენ – ბრიტანელი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპი ბრიტანელ სამხედროებსა და ვეტერანებს მოუწოდებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად და სელფების გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ჯეიმს ჰეპის თქმით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამგზავრების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან და ამით ბრიტანულ კანონს დაარღვევენ.

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ რამდენიმე კვირით შეუძლიათ უკრაინაში საბრძოლველად, „ინსტაგრამზე“ სელფების განსათავსებლად ჩასვლა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან, რაც სიმართლე არაა. უკრაინელები მათ გვერდით საბრძოლველად ჩასულ ადამიანებს ასე არ უყურებენ. ბრიტანელები ასე არ უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

ჯეიმს ჰეპის განცხადებითვე, ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა აჩენს საფრთხეს, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილე მხარედ გამოაცხადებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში გაემგზავრება სურთ. „სქაი ნიუსის“ ცნობით, რამდენიმე ბრიტანელი სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად უკვე გაემგზავრა. ლონდონი კი მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. “იმედინევს”.