კოვიდინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 198 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 631 900 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 578 178, გარდაიცვალა 16 485 პაციენტი.