ბაიდენმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარასთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გამწვავება.
სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში მნიშვნელოვანი იყო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა.
წყარო: ptn.ge