ვერსალში პომპეზურად გამართული ევროკავშირის უმაღლესი დონის არაფორმალური სამიტის მთავარი გადაწყვეტილება არის ის, რომ უკრაინას არანაირი “დაჩქარებული წესით” ევროკავშირში მიღება არ ელის. ეს ინფორმაცია უკვე გავრცელდა მსოფლიოში (მაგალითად, იხ. “დოიჩე ველე“), მაგრამ არა საქართველოში.
“უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია” – თაფლი იღვრება სამიტზე მიღებულ შემაჯამებელ განცხადებაში, ასევე უხვადაა დაპირებები, რომ დახმარებას აღმოუჩენენ ლტოლვილებს და ომის შემდგომ უკრაინას ააშენებენ. სამაგიეროდ, უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე “ბოლია” დაყენებული ანუ არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რიუტე: “ევროკავშირში შესვლისთვის არ არსებობს დაჩქარებული პროცედურა. ეს სილის გაწვნა იქნებოდა ჩერნოგორიისთვის, სერბიისთვის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რომლებიც ასე დიდ ხანს ელოდნენ გაწევრიანების პროცედურას”.
ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ქსავიე ბეტელი: “ჩვენ არ უნდა შევუქმნათ უკრაინელებს იმის გრძნობა, რომ ყველაფერი დღეს ან ხვალ მოხდება”.
უკრაინას, “ოდესმე” მიიღებენ…