“ნაციონალური მოძრაობის” გეგმა – “Z” და პანიკის დათესვის მცდელობა თბილისში, ქვეყნის ღალატში გადასული აქტივიზმი?
ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში, საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე გამოჩენილ რუსული არმიის სიმბოლოს “Z”-ის შესახებ წერს:
“უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ოკუპანტი რუსეთი მეხუთე კოლონის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახით საქართველოშიც გააქტიურდა.
რუსეთი უკრაინაში ზელენსკის ხელისუფლების დასამხობად, ბომბებს, ტანკებს და ავიაციას იყენებს, აქ საქართველოში კი მიხეილ სააკაშვილის პარტია და მედიასაშუალებები გაააქტიურა. საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან ყველა მიუღებელი მეთოდით, როგორიცაა მოღალატეობრივი განცხადებების კეთება, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობის ხელოვნურად დაძაბვა, დეზინფორმაციის საშუალებებით (ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა) საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და მოღალატეობრივი კითხვების დასმით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაფუჭება.
ეს ყველაფერი საზოგადოებამ უკვე იხილა ე.წ. ოპოზიციური მედიის პირდაპირ ეთერებში და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული პოლიტიკოსების განცხადებებშიც.
როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოში ხელისუფლების დამხობას აპრობირებული მეთოდით “ნაციონალური მოძრაობის” საშუალებით, ომის განახლების გარეშე ცდილობს და სააკაშვილის პარტიაც რუსულ გეგმა “Z” -ს მიყვება.
თბილისის სადარბაზოებში, კედლებზე უკვე გამოჩნდა რუსული არმიის სიმბოლო “Z”აღნიშნული სიმბოლოს გამოჩენა მოსახლეობაში პანიკის დათესვას და ანტისახელისუფლებო განწყობის გაღვივებას ემსახურება. ბუნებრივია ხელისუფლებას არაფერში ჭირდება მოქალაქეები მის საწინააღმდეგოდ განაწყოს და ერთადერთი ვისაც ამ ყველაფრისგან ხეირის მიღება შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობაა. როგორც ჩანს ჯერ სატეტსო რეჟიმში მუშაობენ და მხოლოდ აქა-იქ დაიწყეს კედლების მოხატვა, დარწმუნებული ვარ მალე ე.წ. ოპოზიციური მედიაც აყვირდება და ამ ყველაფერს “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
“Z”-ის თბილისის კედლებზე გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა დროში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქტივიზმს როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ.
პარლამენტთან “უკრაინის” მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები ხშირად ხდება ოპოზიციის სამიზნე, თუმცა ამაოდ, გულწრფელი მოქალაქეები არ ეგებიან “ნაცმოძრაობის” სატყუარაზე და პარლამენტში შეჭრის მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის საინტერესო არ არის. პირში ჩალაგამოვლებულ “ნაცებს” ისღა დარჩენიათ მოსახლეობაში პანიკა “Z” დათესონ.
არ იფიქროთ, რომ გეგმა “Z” “ნაციონალური მოძრაობის” ნოუ-ჰაუა, კარგად გავიხსენოთ, მათ მიერ 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე ჩატარებული კამპანია, სადაც ზალიკო უდუმაშვილის საფირმო ნიშანი სწორედაც, რომ “Z”-იყო” – წერს სტეფანიშვილი.
წყარო: ptn.ge