მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სანქციები დასავლეთმა – აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა (და არა პირიქით), ეკონომიკური დარტყმა, პირველ რიგში, ევროპელ მოქალაქეებს მიადგათ. როგორც ცნობილია, ფასები ევროპაში უსაშველოდ არის გაზრდილი ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და საავტომობილო საწვავზე, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს.
ლიტვა (ლიეტუვა) ევროკავშირის შედარებით ღარიბი ქვეყანაა, თუმცა ძალზე ამბიციური. თავისი პოლიტიკოსების ამბიციების გამო დაზარალებული ხალხი შველას მეზობელ ბელორუსიაში ეძებს, სადაც “დიქტატორი” ლუკაშენკო ხალხზე ზრუნავს და ფასებს არეგულირებს.
ლიტველებმა დაიწყეს მასობრივად ჩამოსვლა ბელორუსიაში საავტომობილო საწვავისა და მარცვლეული პროდუქტების მარაგების შესავსებად. საზღვარგარეთ მაღაზიაში წასვლა მათთვის ახლა უფრო მომგებიანია, ვიდრე სახლში. ინფორმაციას ბელორუსიის ქალაქ გროდნოს საიტი ავრცელებს.
ბელორუსი ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ლიტველები უჩივიან სამშობლოში საწვავის ფასს და მაღაზიებში გარკვეული საქონლის ნაკლებობას. აქ არის მათი კომენტარები:
„საწვავი ყოველდღე 10 ცენტით ძვირდება, ზოგჯერ საათში შეიძლება გაორმაგდეს… ორი ევრო ღირს ბენზინი ახლა ლიტვაში. მარილს საერთოდ ვერ იყიდით – მაღაზიებში არ არის. ვინ სად მიდის, რომ რამე იყიდოს. აქ, საზღვრისპირა რაიონებშიც დეფიციტია: ლიტველებმა ყველაფერი წაიღეს”.
„როცა საზღვრები გაიხსნა, [ლიტვის] ხალხმა ბელორუსიაში გადმოსვლა დაიწყო. რა თქმა უნდა, აქ საწვავის შევსება უფრო მომგებიანია. აქ 72 ცენტი გვაქვს, ლიტვაში 1,85 ევრო – ასე ვთქვათ, სხვაობა არის”.
„მარილიც კი ორ ევროდ იყიდებოდა… დილერებმა ბიზნესი დაატრიალეს. ეს ლიტვაა! თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ კარგად ვცხოვრობთ ლიტვაში. მაგრამ, რეალურად, ხელფასი არის სულ რაღაც 500 ევრო. აქედან 150 ევრო ბინაშია გადასახდელი, შემდეგ სამსახურში უნდა იაროთ – გჭირდებათ დიზელის საწვავი და ასე შემდეგ… ”
„ყველაფერი ძვირდება, ფასები იზრდება. დიზელი ძვირდება, ნორმალური მიწოდება დარღვეულია, მარილი არ არის…”
როგორც გამყიდველმა ინგა ვიაჟელმა თქვა, ბელორუსიაში ჩასული ლიტველები “ინტერესდებიან პირველადი მოხმარების პროდუქტებით, ესენია: შაქარი, მარილი, მარცვლეული, ფქვილი“.
„გუშინ 100-ზე მეტი უცხოური სამგზავრო მანქანა დარეგისტრირდა“, – თქვა იგორ სტეპანჩუკმა, ბენიაკონის საბაჟო განყოფილების ხელმძღვანელმა. – “ბელორუსიიდან მასობრივად გადის მანქანის საწვავი, ბელორუსული წარმოების საკვები, თეთრეული. ამბობენ, რომ ბელორუსული პროდუქცია უკეთესი ხარისხისაა, პროდუქცია კი ნატურალური. გუშინ, საქონლის კლასიკური ნაკრების გარდა, თითქმის ყველა მოქალაქემ 4-5 კგ მარილი გაიტანა. მგზავრების თქმით, ეს პროდუქტი, ისევე როგორც ბევრი სხვა, ლიტვაში საგრძნობლად გაძვირდა“.
როგორც ჩანს, ევროკავშირის ყველაზე მდიდარი ქვეყნები, როგორიც გერმანიაა, ბევრი ვერაფრით ეხმარებიან ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც ლიტვაა. პრობლემა ყველასათვის ერთია – ანტირუსული სანქციები ბუმერანგივით დაუბრუნდათ ბენდერულ უკრაინას აყოლილ “ჭკუის კოლოფებს”.
გივი ივანიშვილი