თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ აბრალავას და ნუგზარ (უშანგი) თალაკვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ქართული ოცების გუნდის წევრის, ყოფილი პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა და უშანგი თალაკვაძე 2 დღის წინ თბილისში, პატრულ ინსპექტორებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
თბილისის პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გრიგორლ აბრალავამ და ნუგზარ თალაკვაძემ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს – ი.კ-ს და ზ.მ-ს, რითიც არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
სამართალდამცველებმა ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.
“აიპრესი”