„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოიყვანა.
„მე საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, 14 მარტს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები გააკრიტიკა.