ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად იარაღის, საკვებისა და ფულის გაგზავნას გააგრძელებს. ეს განცხადება Twitter-ში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა და იქვე აღნიშნა, რომ ამერიკა მზადაა უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი რუსეთის ძალების ინტერვენციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის. გავგზავნით ფულს, საკვებსა და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ხელგაშლილი მივესალმებით უკრაინელ ლტოლვილებს“, – წერს ჯო ბაიდენი.