ვოლოდიმირ ზელენსკი – მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს.

 

 

„დღეს კიევს ეწვია სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.