გეიტსი ჩიპირებას უარყოფს, მაგრამ მასობრივ ვაქცინაციას ადასტურებს

ამერიკელი მილიარდერი, კომპანია Microsoft -ის დამაარსებელი და სხვადასხვა საკამათო საქველმოქმედო პროექტების ავტორი ბილ გეიტსი “ბიზნეს ინსაიდერთან” თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ბოლო დროს წარმოშობილ დისკუსიებთან დაკავშირებით, თუ რას მოასწავებს მასობრივი ვაქცინაცია.

სურათზე: უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი.

 

გეიტსი “სულელურ კონსპირაციულ თეორიად” მოიხსენიებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ვაქცინაციის გზით იგეგმება მასობრივი ჩიპიზაცია ანუ ადამიანებში ელექტრონული მიკროსქემების დამონტაჟება. მილიარდერი ამტკიცებს, რომ იგი ასეთი გეგმებით არასოდეს ყოფილა დაკავებული, “ძალიან ძნელია, უარჰყო ასეთი მტკიცებულებები, რადგან ეს ძალიან სულელური ან უცნაური ბრალდებებია” – განაცხადა მან.

მისი აზრით, მსგავსი “შეთქმულების თეორიები” ხიფათს უქმნის ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობას, რადგან აბრკოლებს SARS-CoV-2 ანუ კორონავირუსის ამ ჯგუფის  მიმართ კოლექტიური იმუნიტეტისა და აცრების შემუშავება-გავრცელებას. გეიტსი ამბობს, რომ “სასარგებლოა, ვიცოდეთ, რომელ ბავშებს აქვთ წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული, რომლებს – არა” და დასძინა, რომ “არსებობს აუცილებელი კონტროლის სისტემები”, როგორებიცაა სამედიცინო ჩანაწერები.

ამ ინტერვიუს პარალელურად, ბილ გეიტსმა BBC Today-საც განუცხადა, რომ ისინი, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, თურმე ანტიმეცნიერულ საფუძველზე დგანან. გეიტს აკვიატებული აქვს აზრი, რომ საჭიროა მსოფლიო მოსახლეობის 80 პროცენტის ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში “დაავადება განაგრძობს ადამიანების მოკვდინებას” – დარწმუნებულია იგი.

გაუგებარია, რატომ აქვს ასეთი აზრები აკვიატებული ადამიანს, რომელსაც მედიცინასთან არანაირი შეხება არ გააჩნია? რატომ ფიქრობს იგი – რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ახალი კორონავირუსი სიცოცხლისთვის იმდენად საშიშია, რომ მსოფლიოში ვაქცინაციის ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს გაურკვეველი პერსპექტივებით? – სამწუხაროდ, მეინსტრიმული მასმედიის ჟურნალისტები “ქველმოქმედს” ასეთ კითხვებს არ უსვამენ.

გარდა ცოლ-ქმარ ბილ და მელინდა გეიტსებისა, მათი “საქველმოქმედო” ფონდის მესამე მსხვილი დამფინანსებელია ასევე მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ფონდის მიერ მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა. მილიარდერები უყრუებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთში ასეთი ვაქცინა უკვე შემუშავებულია და გადის გამოსაცდელ ყველა პროცედურას. ფონდს, რატომღაც, მაინცდამაინც თავისი ვაქცინის გამომუშავება სურს, უცხოური (ამ შემთხვევაში რუსული) გამოცდილების გათვალისწინების გარეშე. კიდევ ერთხელ ისმის პასუხგაუცემელი კითხვა – რატომ?!

შემაშფოთებელია, რომ მილიარდერები აპირებენ, “დაეხმარონ” საქართველოსნაირ “განვითარებად” ქვეყნებს. მათი ფონდი GAVI  (ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს, მაგრამ იქმნება ახალი ფონდიც, რომელიც დაკავდება ახალი ვაქცინების “განვითარებადი ქვეყნებისთვის” მიწოდებით.