დღეს მესამე მსოფლიო ომზე მხოლოდ ზარმაცები თუ არ საუბრობენ, მეც შევეცდები რუსეთ-უკრაინის ომი ამ მომავალი თუ მიმდინარე ომის ნაწილად განვიხილო და დილეტანტურ დონეზე მაინც გამოვყო ჩემთვის საყურადღები რამოდენიმე ასპექტი და მასთან ერთად დაინტერესებული მხარეები.
უკრაინის პოლიტიკურ რეჟიმს პრინციპულად არ განვიხილავ, რადგან იგი მოკლებულია სუბიექტურობას.
ცივილიზაციური
დასავლური უნივერსალიზმის მოდელის გაკოტრება, დასავლეთი დიდ ხანია ვეღარ სთავაზობს გარე სამყაროს საყოველთაო მოდელს, სამართალი, პოლიტიკა, მეცნიერება, სოციალური ლიფტები მთლიანად ფინანსური კლანების და გლობალური კორპორაციების ხელშია და მათ ინტერესებს ემსახურება.
პუტინი აქტიურად ცდილობდა დასალურ პოლიტიკურ კლუბებში პარიტეტულ საწყისებზე ჩართვას, მას ამაზე უარი ეთქვა, უარი ეთქვა დასავლეთის გადმოსახედიდან სავსებით გონივრულად, რადგანაც მიუხედავად პუტინის რეჟიმის პროდასავლურობისა, დასავლეთი რუსეთში ხედავს სხვა ცივილიზაციურ მოდელს, გაცილებით სამართლიანს და საკუთარი პოლიტიკური კლასისთვის მიუღებელს.
ზემოთ მოყვანილი ორი გარემოება ქმნის წინააღმდეგობას – დასავლეთს სჭირდება რუსული ცივილიზაციური მოდელის დარღვევა ან იზოლირება, პუტინს სჭირდებოდა იმდენად ძლიერი (მაგრამ არა მეტად) რუსეთი, რომელიც უზრუნველყოფდა მისი კლანის პარიტეტულ საწყისებზე შესვლას დასავლურ ელიტებში. ამ პატურ სიტუაციაში დასავლეთს აწყობს ომი, რათა ძალის მეშვეობით მოახდინოს რუსეთის დეზინტეგრაცია, ნაკლებად, მაგრამ პუტინსაც შეიძლება აწყობდეს, ომი რათა ძლით “შეაყვაროს თავი” დასავლეთს. დასავლური მოდელის სწრაფი დევალვაციის გათვალისწინებით სწორედ დასავლეთი მიმაჩნია ომში ყველაზე მეტად დაინტერესებულ მხარედ.
ეკონომიკური
მსოფლიოს და განსაკუთრებით ამერიკის საფონდო ბირჟებზე წარმოქმნილი პირამიდა. ეფლის ან ტესლას მაგალითზე რომ ვთვათ, არ შეიძლება რომ მათი კაპიტალიზაცია აღემატებოდეს ინდუსტრიულ სექტორში მომუშავე უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაციას.. ეს პირამიდა ადრე თუ გვიან დაიშლება და რათა ეს პროცესი მოხდეს კოტროლირებად რეჟიში, საჭიროა ფორს-მაჟორი, აქედან ამერიკული პოლიტიკური კლასის დაინტერესებულობა უნივერსალური ფორს-მაჟორით – ომით.
პროექტული
მსოფლიო ეკონმიკური ფორუმის, ვატიკანისა და კლაუს შვაბის “ერთობლივი” – ინკლუზიური კაპიტალიზმის პროექტი, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ბიო, კოგნო, ნანო ტრანსფორმაციას. ბიო – გენური ინჟინერია საკვებით დაწყებული ადამინით დამთავრებული. კოგნო – ადამიანის ვირტუალურ სფეროში გადაყვანა, რეალური საკუთრების ჩამორთმევას მაგ. car sharing, share everyting, ასევე stackeholder capitalism vs shareholder capitalism. ნანო – ყველაფრის აციფრვა, რეალური დროის რეჟიმში ყოველი ტრანზაქციის, ადამიანის ადგილმდებარეობის და სხვა სახის კონტროლი.
ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობენ მაგ, Black Rock, Vanguard, Fidelity.. კომპანიები ჯამში ოპერირერებენ ათეულობით *ტრილიონი* დოლარის აქციების პორტფოლიოებით და რეალურ რეჟიმში ითვლიან ყველა მათთვის საინტერესო პარამეტრს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. საქმე გვაქვს ფაქტიურად გლობალური სიტუაციების მართვის სისტემებთან, მრავალი ათასეული შემავალი პარამეტრით და ასეთივე დახვეწილი ტარგეტირების მექანიზმებით.
რა იძლევა მანდატს ტოტალურ კონტროლზე, თუ არა გარე საფრთხეები, ისეთი როგორიცაა ტერორიზმი, პანდენია თუ ომი.
რუსული ელიტის გარკვეული ნაწილი რიგი ნიშნების მიხედვით ასევე აქტიურად ამუშავებდა მსგავს დღის წესრიგს, საკმარისია გავიხსენოთ ანტონ ვაინო თავისი “ნოოსკოპის” შესახებ დისერტაციით, ტრანსჰუმანიზმის პროპაგანდისტები სურკოვი, მარგარიტა სიმონიანი, ანტონ კრასოვსკი…
გეოპოლიტიკური
ჩინეთის პრეტენზია გლობალურ დომინირებაზე ერთის მხრივ, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის კანადითა და ავსტრალიითურთ და თურქეთის ალიანსი მეორეს მხრივ,
ევროპა კი როგორც პრიზი გამარჯვებულს. თურქეთი არ შეუერთდა სანქციებს მხოლოდ იმიტომ რომ მას ეს არ აწყობს კონკრეტულ მომენტში.
თოფი უკრაინის თეატრზე ჩამოკიდა დასავლეთმა, ვინ და როდის გაისროდა ამ თოფს მეორეხარისხოვანია.
ისრაელის როლი
იკვეთება ასევე ისრაელის ინტერესიც, ეს ჩანს ნეთანიაჰუს გახშირებული ვიზიტებით, ხაბადისტების უმსხვილესი ცენტრის არსებობით დნეპროპეტროვსკში.
კონკრეტული ინტერესი და თუ ვის მხარესაა ისრაელი, ჩემთვის უცნობია. სიონისტი ნეთანიაჰუს ინტერესი მის მიმართ ოპოზიციური ხაბადისტების მიმართ კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ საკითხს, რაღაც მარკერი იქნება ის, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი დნეპროპეტროვსკის ალყისას.
ასევე ღირს კისინჯერის 2012 წელს წარმოთქმული სიტყვების გახსენება იმის შესახებ, რომ ისრაელი ათ წელიწადში აღარ იარსებებს.
სამოქალაქო
ასევე მკვეთრად იკითხება სამოქალაქო ომის ასპექტი. თუ პოლიტიკოსები თავიანთ თამაშს თამაშობენ, რუსეთის და უკრაინის მოძმე ხალხებს შორის საკუთარი გარჩევა მიმდინარეობს. ეს ასპექტი განსაკუთრებით საყურადღებოა ორივე ამ ქვეყნის მოსახლეობის საკუთარი მთავრობებისადმი ტრადიციული უნდობლობის ფონზე. უკრაინის მოსახლეობის დიდ ნაწილს (მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ უმეტესობას) შთააგონეს ერთადერთი მარტივი იდეა, რომ თითქოსდა უკრაინა არის ანტი-რუსეთი, სამაგიეროდ არანაერი სხვა, პოზიტიური იდეა არ იქნა დადებული. დღევენდელ რუსეთის მოსახლეობასც აქვს იდეოლოგის დეფიციტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი იდეოლოგია “ანტით”, დესტრუქციით არ განისაზღვრება.
ალექსანდრე ბეჟიტაშვილი