„ალტ ინფოს“ პარტიის ზუგდიდის ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერები გააკეთეს, მერიის თანამშრომლებმა ეს წარწერები წაშალეს

„მთავარი არხის“ ცნობით, ზუგდიდში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალტ ინფოს“ პარტიის ზუგდიდის ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერები გააკეთეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, მერიის თანამშრომლებმა ეს წარწერები წაშალეს.

სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას თანახმად, „ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

არხის ცნობითვე, „რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა“.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.
“ნეტგაზეთი”