“დეგენერატი სამედიცინო ტერმინია და დეგენერირებულს ანუ გადაგვარებულს ნიშნავს!”

დეგენერატები ალენ დალესის სპეცლაბორატორიიდან!
/სატანისტური გეგმა, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს!/
საერთოდ, დეგენერატი სამედიცინო ტერმინია და დეგენერირებულს ანუ გადაგვარებულს ნიშნავს!

ჰოდა, სწორედ დეგენერატები ანუ გადაგვარებულები არიან ის არსებები, რომლებიც სინდის ქენჯნის გარეშე სარფიანად ჰყიდიან სამშობლოს, მამაპაპეულ რწმენას თუ ათასწლოვან ტრადიციებს!
ამ დეგენერატთა გამოყვანა, შერჩევა და გაწვრთვნა კი, ალენ დალესის – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფის – ცნობილი დოქტრინით ხდება!
ნახეთ, როგორი სიზუსტით მოქმედებს დღეს 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაწერილი ეს სატანისტური გეგმა:
,,ჩვენ დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ.
ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი.
მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები – ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად….
ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”.
აი, ბატონო, ნათლად და პირდაპირ თქმული!
აი, რა გეგმის მიხედვით და რატომ არიან ჩვენებური დეგენერატები ასეთი შლეგი მოძულეები ყველაფერი ეროვნულისა და ტრადიციულისა!
მათი სახელი – ლეგიონია!
თუმცა, უფლის შეწევნით და ეროვნული ერთობით, მხოლოდ ეშმაკის მიმდევართ კი არა, თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ!
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/

ჟურნალისტი გიორგი გიგაური; სოციალური ქსელი