ნორვეგიაში, ნატო-ს წვრთნების დროს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ნორვეგიაში, ნატო-ს წვრთნების დროს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე ოთხი ადამიანი, ოთხივე ამერიკელი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, კატასტროფის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ, თუმცა რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ასევე ზვავსაშიშროების, სიბნელისა და ცუდი ამინდის გამო, ჯერ დანიშნულების წერტილამდე არ მიუღწევიათ.