უნდა ჩაერთოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს? – სამხარაძე

უნდა ჩაერთოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს? – სამხარაძე.

უნდა ჩაერთოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს – ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ან ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელები, ან პრეზიდენტები, ან მთავრობის ხელმძღვანელები. ამ შემთხვევაში უკრაინის მხარე, რამდენადაც მე ვიცი, არც სალომე ზურაბიშვილთან, არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც შალვა პაპუაშვილთან ამ თხოვნით არ გამოსულა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მოისურვებს და მას ექნება კონსულტაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, შემდეგ ეს საკითხი განხილული იქნება.

– “უნდა ჩაერთოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს – ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ან ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელები, ან პრეზიდენტები, ან მთავრობის ხელმძღვანელები. ამ შემთხვევაში უკრაინის მხარე, რამდენადაც მე ვიცი, არც სალომე ზურაბიშვილთან, არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც შალვა პაპუაშვილთან ამ თხოვნით არ გამოსულა. მით უმეტეს ეს გასაკვირი იქნებოდა, იმიტომ რომ უკრაინის ელჩი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ასრულებს თავის მოვალეობას. თუ პრეზიდენტი ზელენსკი მოისურვებს და მას ექნება კონსულტაცია ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, შემდეგ ჩვენ ამას განვიხილავთ. უბრალოდ, ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, როცა ისინი ბოროტად იყენებენ უკრაინის ტრაგედიას საქართველოში დაპირისპირების კერის შესაქმნელად, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ქვეყანაში ქაოსის, დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევა. შესაბამისად, მათთან ჩვენ ამ თემებზე არანაირ კონსულტაციებს და საუბარს აღარ ვაპირებთ” – აცხადებს სამხარაძე.

წყარო: ptn.ge