ლავროვი: არ დავუშვებთ კიევისთვის S-300 სისტემების მიწოდებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

18 მარტს ლავროვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზია RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  „სამთავრობოშორისი შეთანხმებებისა და კონტრაქტების თანახმად“, ეს სისტემები არ შეიძლება გაგზავნილი იქნას  მესამე ქვეყნებში.

მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი არალეგალური იქნება.

ლავროვის განცხადებითვე, „ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შედის უკრაინის ტერიტორიაზე, – და რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იარაღის მატარებელია, – გახდება ლეგიტიმური სამიზნე“.