უკრაინაში გამოყენებული იქნა „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.