აშშ-ის ხელისუფლება იმედგაცრუებულია სირიის პრეზიდენტის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა “ღრმა იმედგაცრუება” სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE). ამის შესახებ Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით წერს.
პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, როდესაც განიხილავენ ასადთან ურთიერთობის შესაძლებლობას, გაითვალისწინონ არაბული რესპუბლიკის „ანტიხალხური“ შიდა პოლიტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
სირიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, აბუ დაბის მეფისნაცვალმა შეიხმა მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა სირია არაბული სმყაროს უსაფრთხოების მთავარი საყრდენი უწოდა და მხარი დაუჭირა მის ტერიტორიულ მთლიანობას და სტაბილურობას.
მანამდე სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დისკრიმინაციის უპრეცედენტო მაგალითია მსოფლიო ისტორიაში და მთლიანად ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
წყარო: newposts.ge