შეერთებული შტატების ხელისუფლება ანტირუსული სანქციების შედეგად, მომავალში მიიღებს – შიდა ბაზარზე ფასების აქამდე არნახულ ზრდას და მოსახლეობისა და ამომრჩევლების, ძალიან დიდ უკმაყოფილებას.
აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და უკრაინაში არსებული ვითარება ქვეყანას ადრეულ დაცემამდე მიიყვანს, განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ბრიტანეთის მუშათა პარტიის ხელმძღვანელმა ჯორჯ გალოვეიმ ჩინურ გაზეთ Global Times-თან ინტერვიუში.
მან ადრე ტვიტერში დაწერა, რომ ამერიკელები და ევროპელები გადაიხდიან ფასს ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით გამოყენებისთვის.
– “მე ნამდვილად არ მჯერა, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ სარგებელს მიიღებს კონფლიქტისგან. მე ვფიქრობ, რომ თეთრი სახლის ყველა ქმედება ძალიან ნათლად ასახავს იმპერიის სურათს, რომელიც გარდაუვალი დაცემის ზღვარზეა” – განაცხადა გალოუეიმ.
მისი თქმით, ამერიკის ძლიერების პიკი უკვე წარსულშია. შეერთებული შტატების ხელისუფლება მომავალში ანტირუსული სანქციების შედეგი მიიღებს – შიდა ბაზარზე ფასების ზრდას და მოქალაქეების უკმაყოფილებას.
ამავდროულად, ევროპელი მოკავშირეები ვერ შეძლებენ გააგრძელონ ვაშინგტონისა და ლონდონის მხარდაჭერა, რადგან ისინი ეკონომიკურად უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე.
წყარო: newposts.ge