უკრაინის ლიდერმა „სიენენთან“ ინტერვიუში ნატო-ში გაწევრიანების თემაზეც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიების სჭირდება და არა გაურკვეველი პასუხები.
„ჩვენ რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. თუ ნატო-ს წევრები მზად არიან, გვიხილონ ალიანსში, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, რადგან ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. თუმცა, თუ თქვენ არ ხართ მზად, დაიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თუ გსურთ, რომ გვიხილოთ ორ მსოფლიოს შორის მდგარი, თუ გსურთ, რომ გვნახოთ ამ გაურკვეველ მდგომარეობაში, როდესაც არ გვესმის, შეგიძლიათ ჩვენი მიღება თუ არა – თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში, თქვენ ვერ გვაიძულებთ ამ გაურკვევლობაში ყოფნას.
მე ვთხოვე მათ პირადად, პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღებთ თქვენ ნატო-ში ერთ, ორ ან ხუთ წელში, უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ „არა“. პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება“, – განაცხადა ზელენსკიმ.