“გული მწყდება და გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე” – ამირან გამყრელიძე

“გული მწყდება და გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, თქვენზეც, ვინც არ აიცერით – ასეთი ძვირფასი და სისხლით ძლივს ნაშოვნი ვაქცინით” – ამირან გამყრელიძე.

გული მწყდე­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ზე, ასე­ვე თქვენ­ზეც, ვინც არ აი­ცე­რით – ასე­თი ძვირ­ფა­სი და სის­ხლით ნა­შოვ­ნი ვაქ­ცი­ნით, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და­ეც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ხვეწ­ნი­სა და მუ­და­რი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ აიცრ­ნენ, – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, აუთ­ვი­სე­ბე­ლი რჩე­ბა 400 ათა­სამ­დე დოზა ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც ვადა მარ­ტის ბო­ლოს გას­დის. მი­სი­ვე თქმით, რთუ­ლია, მაგ­რამ უნდა შეს­რულ­დეს ივ­ლი­სამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აც­რის გეგ­მა.

“შარ­შან ქვე­ყა­ნამ 5 მლნ დოზა ვაქ­ცი­ნას გა­უ­კე­თა მო­ბი­ლი­ზე­ბა. უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო ეს ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის. აქე­დან “ფა­ი­ზე­რი“ გვქონ­და 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი. აქე­დან 1 მი­ლი­ო­ნი იყი­და სა­ხელ­მწი­ფომ, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი, პირ­ვე­ლად ჩა­მო­სუ­ლი პარ­ტია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ გვა­ჩუ­ქა, ამის შემ­დეგ იყო კი­დევ ორი დო­ნა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის. დღეს “ფა­ი­ზე­რი“ და­ხარ­ჯუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სამ­დე დოზა. სა­დღაც 400 ათას დო­ზამ­დე, რო­მელ­საც ვადა 31 მარ­ტამ­დე აქვს, აუთ­ვი­სე­ბე­ლი რჩე­ბა. ათ­ვი­სე­ბუ­ლია ამე­რი­კის დო­ნა­ცია, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში პირ­ვე­ლი შე­მო­ვი­და – სრუ­ლად ავით­ვი­სეთ აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში. აც­რის დღი­უ­რი 23 ათა­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­და აგ­ვის­ტო­ში, 20 ათა­სი – სექ­ტემ­ბერ­ში. ასე­ვე სრუ­ლად ავით­ვი­სეთ, მი­ლი­ო­ნი დოზა, რაც ბი­უ­ჯე­ტით იქნა ნა­ყი­დი. და­ნარ­ჩე­ნი დო­ნა­ცი­ე­ბი შე­მო­ვი­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით. გული მწყდე­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ზე, ასე­ვე თქვენ­ზეც, ვინც არ აი­ცე­რით, რომ ასე­თი ძვირ­ფა­სი და სის­ხლით ნა­შოვ­ნი ვაქ­ცი­ნით, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და­ეც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ხვეწ­ნი­სა და მუ­და­რი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ აიცრ­ნენ. სხვა ვაქ­ცი­ნე­ბი – “სი­ნო­ფარ­მი“ და “სი­ნო­ვა­კი“, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი 600 ათა­სი დოზა ვაქ­ცი­ნა გვაქვს, რო­მელ­საც ვადა აქვს 2023 წლის ივ­ლი­სამ­დე.

გეგ­მაა ივ­ლი­სამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აცრა – რთუ­ლია, მაგ­რამ უნდა გა­ვა­კე­თოთ. ხალ­ხი უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ აცრა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და­ვიც­ვათ“ – გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

წყარო: ptn.ge