საქართველოში საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ პაატა “ლუგაროვიჩ” იმნაძე ბებია-ბაბუებს შვილიშვილებთან დისტანცირებას გვირჩევს…რაც ცხადია, სრული აბსურდია. მეტსაც გეტყვით, მან თავადაც კარგად იცის, რომ ასეა, უბრალოდ ის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ძალების რუპორს, გამხმოვანებელს წარმოადგენს და სხვა არაფერს.
სურათზე: კონსტანტინე ჩიკვილაძე
რა ლოგიკით ხელმძღვანელობს “ლუგაროვიჩი”, როცა ამას გვირჩევს, ნამდვილად ვერ ვხვდები, მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტი რეალურად იმდენია, რომ მათ ჩამოთვლას საათობით მოუნდები. იმნაძეს, როგორც ექიმს (თუკი არის ექიმი საერთოდ, ვეღარ გავიგეთ) რომ მოეწოდებინა ბებია-ბაბუებისათვის, შვილიშვილებს მაინცდამაინც პირში ნუ ჩაიძვრენთო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ისეთი აბსურდის მტკიცება, თითქოს ბავშვები არიან ინფექციების გადამტანი, ლიბერალური ფაშიზმის სულისკვეთებას გამოხატავს და საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან. სხვათა შორის, გერმანიაში ცდილობდა ცნობილი ინფექციონისტი დროსტენი იმის დამტკიცებას, რომ ბავშვები არიან კორონავირუსის გამავრცელებლები, მაგრამ მის მიერვე ჩატარებული ცდებით ეს ჰიპოთეზა არ დადასტურდა – ბავშვები არაფრით განსხვავდებიან დიდებისაგან: თუ ადამიანი დაავადებულია კორონავირუსით, გინდ ბავშვი იყოს, გინდ ზრდასრული, ერთი და იგივე წესები უნდა იყოს დაცული.
ერთია ფაქტი, რასაც ვერსად გავექცევით: ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნიშნავს აშშ-ის პირდაპირ მარიონეტს, აგენტი გინდათ დაარქვით, სახელი აქ არ წყვეტს არაფერს და ის ახმოვანებს იმას, რაც სურს მის პატრონს, მეტი მას არაფერი მოეთხოვება…
ამ და სხვა ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც “ქვე-ყანაში” ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ სხვა ქვეყნის მონა-მორჩილებს, აგრეთვე არასამთავრობოებს, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნის პირდაპირ მითითებებს – ავკრძალავთ, ტვ-მედიას ვაგებინებთ პასუხს დეზინფორმაციისთვის და რუსოფობიის გაღვივებისთვის, შევქმნით რეალურად თავისუფალ არხებს,ასე შემდეგ და ასე შემდეგ… რამდენადაა რეალურად ეს შესაძლებელი, იმ პირობებში, როცა მასა ან ქოცს ანაც ნაცს აძლევს ხმას და მესამე რეალური ძალა არ არსებობს, ვერ გეტყვით, თუმცა მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ერთი რამ, ნაცის მოსვლის შიშით ქოცს ხმა არ უნდა მისცენ! ეს აქსიომაა. ადრეც ასე იყო, მაგრამ ადამიანებს აბრიყვებდნენ და ისინიც გარბოდნენ ხმის მისაცემად, არადა, საკუთარ დაკაბალებას აძლევდნენ ხმას. სავარაუდოდ, მასა ახლაც ნაცს და ქოცს შორის გააკეთებს არჩევანს და ჩვენც არაფერი გვეშველება, მაგრამ, ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ.
კონსტანტინე ჩიკვილაძე