ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ონლაინკონცერტზე იმღერეს.
მომღერლებმა ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.
ონლაინკონცერტზე FOR UKRAINE ფული იმ უკრაინელი ბავშვებისთვის შეგროვდა, რომლებიც მშობლებთან ერთად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.
კონცერტის მოსაწვევში ლეონიდ აგუტინი იყო წარმოდგენილი, როგორც მომღერალი რუსეთიდან, ხოლო ანჟელიკა ვარუმი, როგორც მომღერალი უკრაინიდან.
შეგახსენებთ, რომ ანჟელიკა ვარუმი დაიბადა ლვოვში და ინტერვიუებში მან არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში მყოფ ნათესავებზე.
მანამდე მომღერალმა განაცხადა, რომ კატეგორიულ უარს ამბობდა “ოკუპირებულ” ყირიმში გამგზავრებასა და იქ კონცერტის გამართვაზე.
წყარო: itv.ge