ასეთი საშინელი ამქვეყნიურობა ალბათ შავი ჭირის მძვინვარების დროსაც არ ყოფილა. რა მოხდა? რატომ აუჯანყდა ადამიანობა ადამიანის ცხოვრების სრულყოფას? /saqinform.ge/
საბჭოთა კავშირის ხაალხებმა სამამულო ომის დროს საზარელი გაჭირვება გადაიტანეს, მაგრამ მომავალი ნორმალური ცხოვრების იმედი ყველას ასულმდგულებდა.
განა შეიძლება სოციალურ კეთილდღეობას ნაზიარები ადამიანი მოხვეჭის გაუმაძღრობის მსხვერპლად იქცეს და ათასობით კეთილშობილ მშრომელთა სიცოცხლე ერთიან კვნესად აქციონ?!
როცა ადმიანში მოხვეჭის გაუმაძღრობა, მტკიცე დამსჯელი ხელის შიშით, სპორაში შემძვრალი პარაზიტივით გაყუჩებულა მისთვის საჭირო ამინდის მოლოდინში, მტკიცე ხელი მანამდე უნდა მართავდეს ქვეყანას, სანამ მოხვეჭის ცხოველური ინსტინქტი მთლიანად არ მოისპობა და ადამიანის შეგნებაში ნორმალურ მოთხოვნილებაზე მეტის სურვილი კოშმარულ სიზმარივით არ გაქრება.
საბჭოთა კავშირში კი სოციალური კეთილდღეობის დამცველ რწმენას ყველაზე მძიმე დარტყმა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროში შეგროვილმა შეთქმულთა ხროვამ მიაყენა.
მოიცილეს სტალინი და ღალატის ბილიკზე შემდგარმა უმეცარმა კარიერისტებმა ღალატით მოკლეს ლავრენტი ბერია და ყველა ის სიბინძურე მიაყარეს, რაშიც თვითონ გუბის ბაყაყებივით ფართხალებდნენ. საბჭოთ კავშირზე ამერიკის თავდასხმისგან დამზღვევს; უცხოეთის დაზვერვის და ძირგამომთხრელი საქმიანობის ამომძირკველს; იმპერიალიზმის რისხვას და საბჭოთა კავშირის უაღრესად თავდადებულ, ნიჭიერ მოღვაწეს იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტობა დასწამეს, გასამართლების სპექტაკლი მოაწყეს და ბერიად გასაღებლ ვიღაც მსახიობს, მეგრულიც რომ არ იცოდა, დახვრეტა მიუსაჯეს. ასე გზიდან ჩამოიცილეს სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მათი მუხთლობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო. მოხდა შენიღბული ანტისაბჭოთა კონტრრევოლიციური გადატრიალება. ამის გამჟღავნება ხუნტისათვს სახიფათო იყო, რადგან სტალინის და სოციალური კეთილდღეობისადმი რწმენა მტკიცე და შეუბღალავი იყო. ამიტომ საბჭოთა კავშირის გარეგნული სახე შინარჩუნეს, მაგრამ შინაგანი წყობა ისე ააქოთეს, რომ თვითონაც აერიათ თვგზა.
ხელისუფლების სათავეში გამძვრალი გასაოცარი უწიგნური, გათავხედებული მასხარა ავანტიურისტი – ხრუშჩოვი მთელ ქვეყანაში დაშლიგინებდა და თავისი ბეცი ჭკუით გამოჩეკილ ბოდვებს აკანონებდა; დასავლეთში კი ამას ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკა შეარქვეს.
შავბნელი, მავნებელი ელემენტები უდანაშაულოდ დასჯილებად გამოაცხადეს, მათაც თავიანთი ამინდის დადგომით მოქმედების ფართო ასპარეზი მიეცათ, შეთითხნილი და გამოგონილი სიცრუის ცილისმწამებლური ყბედობის კორიანტელი დააყენეს.
დადგა ამინდი, რომ პირდაპირ შეეტიათ სოციალისტური ცხოვრების მყარი სასფუძვლებისათვის და აშკარად დაიწყეს სტალინის პიროვნების კულტად სამარცხვინოდ შეთხზული ბრალდებების ბოდვა. შედეგად განხეთქილება შეიტანეს მსოფლიოს მშრომელთა ერთიან კომუნისტურ მოძრაობაში და ყველაზე ერთგულ, დიდ მეგობრულ ჩინეთს მტრად გაუხდნენ; ახლა ქვეყანა რწმენას კი არა, ძალის პოლიტიკას ეყრდნობოდა.
როგორც იყო პოლიტბიუროში გონზე მოვიდნენ და ქვეყნის საზიანოდ თავაწყვეტილი ხრუშჩოვი გადააყენეს, მაგრამ მისმა მხარდამჭერმა ავანტიურისტმა ჯარის ამოქმედების მუქარით ხრუშჩოვი გადაარჩინა, მანაც ამაგი დაუფასა და უზომოდ აღზევებული ჟუკოვი მოხერხებული კვანტით მოიშორა. სტალინის ადამაინთა საკეთილდღეოდ თავდადებული და ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად კომუნისტური პარტიის ერთგულების რწმენას ბზარი გაუჩნდა.
პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობეზე ხრუშჩოვის ერთგული ელემენტები წამოსხდნენ და თვიანთი მანკიერი აზროვნებით გვარიანად დააბინძურეს ისედაც გზას აცდენილი ცხოვრება. მათი სავალალო უნიათობით გაწბილებული ხალხის მთავრობისადმი ნდობა უნდობლობამ შეცვალა. სტალინის ბრძნულ გზას აცდენილი მძლავრი და წარმატებული მსოფლიოს დომინანტი ქვეყანა დაიმშა. საბჭოთა კავშირის თავდაჯერებული კარიერისტი ხელმძღვანელების უცოდველობის მითი სამარცხვინო ანეკდოტების პროდუქტად იქცა.
ახლა უკვე ხრუშჩოვის თავხედობით შეძრწუნებულმა მისივე შერჩეულმა ვერხუშკამ გადააყენა ხრუშჩოვი, მაგრამ საბჭოთა კავშირის სოციალურ სიკეთეს და მთლიანად მსოფლიოში მშრომელთა კეთილდღეობისათვის ერთიან ბრძოლას ყველაზე მძიმე დარტყმას პოლიტბიუროში გამძვრალი ხუნტელთა ხროვა აყენებდა. სპორიდან გამოძვრა პარაზიტი და ჯანმრთელი სოციალისტური ორგანიზმის ღრღნა დაიწყო. კორუფცია, მექრთამეობა,მომხვეჭელობა, ბურჟუაზიული ჭაობის სიმყრლე ამოძრავდა და ქვეყნის დამანგრეველ ძალას იკრებდა..
ყალბ წარმატებებზე პომპეზური საზეიმო აურზაური; მიწერებით მოპოვებული ციფრებით შრომის გმირობაზე, ორდენებზე და გარდამავალ დროშებზე ნადირობამ ზნეობრივ-მორალური ყველა ბარიერი წალეკა.
ქვეყანაში მოჩვენებითი კეთილდღეობის აჩრდილი დაწანწალებდა. ხალხისთვის მებრძოლის ნიღბიანი კომუნისტური ვერხუშკა სოციალური კეთილდღეობის საფუძვლებს უმეცრის მონდომებით ამახინჯებდა.
საბჭოთ კავშირის ხალხები, ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ერთიანი სამშობლოს რწმენით ერთმანეთთან ძმურად და მეგობრულად რომ ცხოვრობდნენ, სეპარატიზმის შხამმა ქვეყნის და საკუთარი თვის უბედურებად გააბოროტა. დაიწყეს იმ ტოტის მოჭრა, რომელზედაც ასე ამაყად და ნებივრად ისხდნენ.
სეპარატიზმის ბოროტმა ბაცილამ რუსეთშიც იპოვა ნაყოფიერი ნიადაგი და კარიერისტ ვერხუშკაში გაიდგა ფესვები. სტალინის ბრწყინვალე სახელის და მისი სპეტაკი ხსოვნის შებღლვისთვის, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, საბჭთ კაშრის კომუნისტურმა პარტიამ. ბოლოს კი იმხელაზე გადაგვარდა და გაიხრწნა, ყალბ დიდებაზე ტრაბახში დაეშალა საბჭთა კავშირი და თვითონაც ზედ მიყვა.
კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებნება გორბაჩოვის მსგავსი ქვეყნის დამაქცევარი ყეყეჩი თავკაცი და მის მიერვე აღზევებული გამოუფხიზლებელი ლოთი ელცინი. დაშალეს საბჭთ კავშირი და სტალინის დიდების ზენიტში აყვანილი რუსეთი ისე დააკნინეს, რომ მის დასაქუცმაცებლად ნატოს ქვეყნები მგლების ხროვასავით პირზე მომდგარ დორბლს ვეღარ იკავებდნენ. საჭირო იყო ერთი გორბაჩოვი ან ელცინი და რუსეთს ნოვგოროდს იქით აღარ გაახედებდნენ.
საერთაშრისო შეთანხმებებიც მოტყუების, თვალთმაქცობის და ძალის პოლიტიკის ქარის ქროლვას აყოლილი ფოთოლივით საიდანაც დაუბერავს, იქით იხრება. ყეყეჩ გორბაჩოვსაც შეპირდნენ რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. ის დრო იყო ღალატით გონებადაბინდული საბჭოთა კავშირი ყოფნა-არყოფნის ბურანში დათვივით თვლემდა. საკმარისი იყო მისთვის გამოფხიზლების ვაქცინად ერთგული მამულიშვილების გაბრძოლება, დასავლეთის თვალთმაქცობები გორბაჩოვის ღალატიანად მოუსავლეთში მოესრიალებიათ, მაგრამ მუხთლობის მსხვერპლი საბჭოთ კავშირი კი არ გარდაიცვალა, მოკვდა.
მძლავრი მეგობრის დაცემით და ღალატით თავგზაარეულ ევროპის დემოკრატიულ რესპუბლიკებშიც ძალაუფლება ხელთ იგდეს სოციალიზმის მტერმა, რუსოფობიით მოწამლულმა ლიბერასტებმა და ყველა ნატო-ში შეგრიალდა; მათ ყოფილი საბჭოთა კავშრის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც მიყვნენ.
მთელ საბჭოთა კავშირში კი სახალხო ქონების განიავება, დატაცება ისე მძვინვარებდა, რომ პატიოსან მშრომელებს არსებობის საშუალება მოესპოთ. არც სამოქალაქო და არც სამამულო ომს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქვეყნისთვის, რაც შეძლო გადაგვარებულ, გახრწნილ არსებათ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში შეძრომამ. სოციალისტური კეთილდღეობის მშენებელი ქვეყანა ველური კაპიტალიზმის ბრჭყალებში მოექცა.
განგებამ რუსეთი საბოლოოდ მაინც არ გაწირა, პუტინმა შეაჩერა მისი დაკნინების პროცესი, მაგრამ რაღა დროს!.. რუსეთი საბჭოთა კავშირის დროინდელი დიდებიდან აჩრდილიღა დარჩა.
ნატოშიც დაუდგათ ამინდი რუსეთის არაფრად ჩაგდებისა და საზარელი ძალადობით გაწეწეს მისი ერთგული რწმენით და სისხლ-ხორცით მეგობარი სერბია თვისი ტერიტორიის მთლიანობისთვის რომ იბრძოდა. ჩამოაჭრეს კოსოვო და დამოუკიდებლად გამოაცხადეს, მას ჩერნიგორიაც მიაყოლეს. სერბეთს აუკრძალეს ირგვლივ მცხოვრები სერბების ინტერესების დაცვა. ახლა ვოევოდინაც უნდათ რომ ჩამოაჭრან და შემდეგ გადავიდოდნენ მის სამთვროებად დაყოფაზე. ჰააგის საკუთარი ტრიბუნალი დააწესეს. თავისი ქვეყნის ერთიანობისთვის რომ იბრძოდა პრეზიდენტი სლობოდან მოლოშევიჩი საპატიმროში გაასაღეს და მას სხვებიც მიაყოლეს. თავიანთი აგენტი სააკაშვილი არ გახსენებიათ, რუსი სამშვიდობოები რომ დახოცა, საქართველოს საზიანოდ სამხედრო ავანტიურა წამოიწყო და დღესაც ქართველი ხალხის უბედურებად ამღვრევს ნორმალური ცხოვრების მცდელობას.
რაც ლიბიაში ჩაიდინეს ჩინგიზ ხანს არ დაესიზმრებოდა. სოციალური სიკეთით ნებივრად მცხოვრებ ლიბიელებს გრანდიოზული სარწყავი სისტემა, მთელი უდაბნოს წალკოტად გადაქცევას რომ უქადდა, ისე მოუშალეს და გაუნადგურეს, რომ ისისნი ამ თავსდატეხილ უბედურებას საუკუნეების განმავლობაში ვერ დაეღწევიან. ყოველივე ამ სიკეთის ავტორის – კადაფის მხეცური მკვლელობა ნათლად აჩენს ნატოს სახეს.
თუ აგრესორობა აგიდუღდა საბაბის მოძებნას რა უნდა. გერმანელმა ფაშისტებმა ომის საბაბით თვითონ დაარბიეს თავიანთი გლაივიცის რადიოსადგური და პოლონელებს დააბრალეს. ერაყს ატომის ბომბზე წარმოდგენა მისი დამზადების ზღაპარი უბედურებად უქციეს, ეს და მრავალი სხვა მსოფლიოს ხალხებს გაკვეთილად უნდა ეყოთ, რომ არსებობს ნატო და საჭიროა სიფხიზლე, რადგან თუ მიზანში ამოიღო, ვერავინ მიეხმარებათ.
ადრე ნატო-მ თითი ვერ გაატოკა სტალინის დროინდელი ინერციის მქონე საბჭოთა კავშრმა უნგრეთში ფაშისტური ამბოხი რომ მოახრჩო; ვერც ჩეხოსლოვაკიელი სეპარატისტების დაშოშმინებისას ამოიღო ხმა; სამარცხვინოდ დამთავრდა ამერიკა-ნატოს ვიეტნამის ავანტიურა; დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთსაც დააკარგვინა სუეცის არხზე კონტროლი; კუბაც გადაარჩინა ამერიკელთა აგრესიას.
პრეზიდენტმა – კენედიმ, კარიბის ზღვის კრიზისის დროს სამხედროებს ჰკითხა, ომის შემთხვევაში ერთი ატომური რაკეტაც კი თუ დაეცემა შტატების ტერიტორიაზეო? ამის გარანტიას ვერ მოგცემთო. იმან კარგად იცოდა, ეს რამხელა უბედურება იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. შდეგეად თურქეთიდან გაიტანეს ატომური რაკეტები და დაშოშმინდნენ.
კორეის ომის დროს ამერიკის ჯარის სარდალმა – მაკარტურმა მოითხოვა ატომური ბომბები მოწინააღმდეგეთა დასაბომბად. დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ქვეყანა შეყარეს, საბჭოთა კავშირი შენ ვერ მოგწვედება, ჩვენ კი გადაგვბუგავსო.
რა ხდება ახლა? თვისი პრობლემების მოგვარებით დაკავებულ რუსეთს რუსოფობიით მოწამლული მის ცურზე მოჭიდებული ყოფილი მოკავშირეები მკბენარებივით დაასიეს, ლუგარის ლაბორატორიების და ამერიკის სამხედრო ბაზების ალყაში მოქცეულს ფერადი რევოლუციების ხანძარი აუგიზგიზეს. რუსეთი კი ამ დროს გაღვიძებული ჰერკულესივით თვალებს იფშვნეტდა. გამოფხიზლებულმა სირიის საბოლოოდ გაპარტახება შეაჩერა და პრეზიდენტი ბაშარ-ასადი კადაფის საზარელი ბედის გაზიარებას გადაარჩინა.
იმპერიალიზმის მიერ გამოკვებილი და საბჭოთა კავშირზე მოსაქცევად გამოწვრთნილი ფაშიზმი პირველად მათ რომ მოუბრუნდა დასაკბენად საბჭოთ კაშირს ერთი მოკავშირე ქვეყანაც არ ჰყავდა. ახლა რუსეთში მსოფლიოში უძლიერესი ჩინეთი უდგას მხარში და მრავალი ქვეყანა მეგობრულად არის განწყობილი; ესენი კი სანქციებით უპირებენ დაკნინებას. რამდენჯერაც სანქციები გამოიყენეს, თვითონ გაუხდათ თავში საცემად, რუსეთი კი უფრო გაძლიერდა, რადგან რაც სჭირდებოდა ყველაფრის წარმოება თვითონ დაიწყო.
უკრაინა, ასეთი სახელმწიფო ისტორიას არ ახსოვს, კიევის რუსეთის არსებობა კი ყველამ იცის. უკრაინა და რუსეთი რამ გაყო? ორივე ერთია.
ოქტომბრის რევოლუციის შედეგად ნატო-ს წინამორბედმა ანტანტამ სეპარატისტი პეტლურა რომ გამოაცხო უკრაინის შეფად, შინაური და გარეული მტრები ყოველი მხრიდან რომ უტევდნენ, ჯერ კიდევ ახლად ფეხადგმულმა რუსეთმა ერთი შებერვით გააქრო.
ტაკიმასხარა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას რომ მიაწერა, ხმა არავის ამოუღია, რამეთუ უკრაინა და რუსეთი განუყოფელი იყო.
ახლა ნატო ასე აქტიურად რომ აქეზებს უკრაინელ სეპარატისტებს ყველაზე ერთგული ძმა და მზრუნველი მეგობარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხისთვის სიკეთე უნდა თუ სურს, რომ ნატოს ურგებმა ხალხებმა ერთმანეთი დაჭამონ?
ქართველთა სიძულვილით ისედაც ბნელი გონების ხრუშჩოვი კი ყოველი არყით გალეშვისას ქართველთა საქართველოდან გასახლებით რომ იმუქრებოდა; შევარდნაძეც ქართველებს მთელ რუსეთში სპეკულიანტებად რომ დასდევდა და საქართველოში კადრების გახრწნის ბოდვით კრემლის მბრძანებლებს კუდს უქნევდა; ამით ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობას ვერაფერი დააკლო. საქართველოში კი ამ სოფლის ,,მაოხარი გზირის“ მეორედ მოყვანა ადასტურებდა რომ ქართველ ერს სატანა ყავდა შემოჩენილი.
ფაშისტი დამნაშავეები რომ არ დაესაჯათ და ფაშიზმი არ აეკრძალათ, იმდენი ნაყაჩაღარი სიმდიდრე ჰქონდათ, ფეხზე წამოდგებოდნენ, მრავალ ობივატელს ფაშიზმით მოწამლავდნენ და მსოფლიოს უბედურებად მოევლინებოდნენ.
ცოცხალი ადამიანი ცხედარზე რომ მიეკრათ და მთელი ღმე ასე დაეგდოთ, ფაშისტებიც კი არ გაიხრწნენ ამ დონეზე, სანამ ნაციონალებმა არ დაამყარეს ადამიანის მხეცად გადაგვარების რეკორდი.
რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩარევით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან ურთიერთობის დათბობა ძალას იკრებდა; უკვე გამოიკვეთა მათი შემოერთების პერსპექტივები. დასავლეთმაც არ დააყოვნა, მათთვის გამზადებულ ნიადაგში ჩათესლა ევროპული ლიბერასტული ბაცილის მატარებელი, რუსოფობიით შენელებული ქართველთ უბედურება ნაციონალები. მათაც თავიანთი მწვრთნელების მიქსევით უაღრესად დაძაბეს გათიშულ რეგიონებთნ ურთიერთობა.
საქართველოს დაქუცმაცების მცდელობით კონსტიტუციური სასამართლო ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს და დაიწყეს მთავრობის სახლის მშენებლობა. ცხინვალში შეიჭრნენ და საერთაშორისო მანდატის მქონე რუსი სამშვიდობოები ამოწყვიტეს; ეს ავანტიურა კი რუსეთ საქართველოს ომად გაასაღეს. სამამულო ომში დაღუპული ქართველი მეომრების ობელისკების ვანდალური რბევა, საქართველოს ისტორიის და რუსეთ-საქარველოს ურთიერთობის გაყალბების სამარცხვინო კამპანია წამოიწყეს; ქართველ ხალხს აღვირახსნილი ძალდობა და ტერორი დაატეხეს თვს.
გამწარებულმა რუსეთმა კი, რუსოფობიის ცოფიანი ნაგაზის პარპაშის ტყვე, მისივე მეგობარი ქართველი ერი, ნატოს სერბეთზე თვხედური ძალადობის საპასუხოდ, ნატოსავე მეთოდით დასაჯა და ეს ორი რეგიონი დამოუკიდებლად გამოაცხადა.
საკმარისია რუსეთთან მეგობრობის აღდგენა რომ საქათველო კვლავ გაერთიანდეს ამიტომ დასავლეთის ლაქიებად გაწვრთნილ და გამოკვებილ პარტიებად წოდებულ ლიბერასტების და არასამთავრობოების ღავღავი არ წყდება. ნაციონალი ბაბუინები კი რუსეთისკენ სასიკეთოდ გახედვის მცდელობას ასპიტის გაავებით გესლავენ.
გვეგონა, როგორც იყო, ნაციონალი ჭირი მოვიცილეთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ იმდენი უავტორიტეტო პარაზიტი, უცხოეთის აგენტი პარტია დაესია რომ მაღლა არ აახედეს. იმის მაგიერ, რომ ნეონაცისტური უბედურება ფაშისტებივით აეკრძალათ, დასავლეთის სურვილზე ქვეყნის მოღალატე ლიბერასტების კოჰაბიტაციად წოდებულ შერიგების ყბედობას აჰყვნენ.
,,ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა, რომ მორიელი კბენისთვის არის დაბადებული და ის უნდა გაისრისოს, მითუმეტეს თუ ქართველი ხალხის დასაგესლადაა გამოჩეკილი. მაგრამ რა ქნას, როცა დასავლეთს მისი ხელისუფლებიდან გადმოსაგდებად ფერადი რევოლუციაც არ დასჭირდება. ჰოდა, ესეც ნარტო-სა და ევროკაშირში შესვლის საპნის ბუშტად გაბერილ ილუზიის დინებას მისდევს.
თურმე ევროპაში ვბრუნდებით. როდის ვიყავით ევროპაში?! ისტორიკოსებად მოზელილ ლიბერასტ პოლიტიკოსებს არც იმის შერცხვებათ, რომ მომავალ თაობებს უმტკიცონ, შუამდინარეთი ადრე ევროპა იყოო, როგორც თურმე ხუთჯვრიანი დროშა, ჯვაროსნები კონსტანტინეპოლის დარბევისას რომ აფრიალებენ, საქართველოს უძველესი სიმბოლოაო. ევროკავშირის და ჯვაროსანთა ხუთჯვრიან დროშებთან გამოჭიმულ უცხოეთის მარიონეტებს ეს ისე არ აშფოთებთ, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობით ტრაბახი.
რომელი ნატოს იმედი აქვს, საქართველოს სამხედრო კონტინგენტით მეორე რომ იყო ავღანეთში? რად მიიმტვრევთ თავ-პირს, სადაც შენი ადგილი არ იყო და ამ ახირებული ბავშვის მეტიჩრობით დამცინავ ღიმილს გვრიდი ნატოს წევრ ქვეყნებს, იმიტომ რომ წაექეზებინეთ, ნატო-ს კარი შენთვის ღიააო?
ავღანეთიდან სამარცხვინოდ გამოპარულმა ამერიკლებმა უზარმაზარი თნამედროვე სამხედრო ტექნიკა თალიბებს რომ შეატოვეს, ვინმემ ჰკითხეთ, რსტომ ჩაიდინეს ეს?! იმას ეგრე აწყობს. შენ ის ,,სტრატეგიულ პარტნიორობას“ რომ იბრალებ ძერას ადევნებული ბუზივოთ, იცი კი, რა უნდა ძერას?! ან ვის შეუძლია განმარტოს, რისთვის დაიღუპნენ იქ ქართელი ვაჟკაცები?!
რა მოგვცა დასავლეთის ლაქუცმა? საავიაციო მეტალურგიული, ჩარხმშნებელი, ელმავალმშენებლი, ავტომობილების თუ გემთმშენებლი და უამრავი სხვა ქარხნები აგვიშენა; ააყვავა სოფლის მეურნეობა და საქართველო მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ-აგრარულ რესპუბლიკად აქცია? მას ბანანის ქვეყნებს უკან ევროპული დროშების ფრიალი მიმავალი დაკნინებული და გაღატაკებული საცოდაობა სჭირდება ლუკმის მიგდების მომლოდინე გოშიასავით საითაც მოისურვებს იქით რომ აყეფოს!
ჩრდილოატლანტიკურ მბრძანებელთა ხელში დემოკრატიას ისეთი ჯადოსნური თვისება აქვს რომ მისი დაცვის საბაბით კაცთმოძულეთა დიქტატურის დამყარება შეიძლება, ასე დაამხეს ფერადი მაიდნის სისხლიანი ამბოხით კანონიერი ხელსუფლება უკრაინაში, ძალაუფლება ნეოფაშისტ ბანდერელებს ჩააბარეს და უკრაინის მოსახლეობა ამ ბანდიტებს მძევლად შეატოვეს გერმანელ ფაშისტებთან ერთად ხალხის სასტიკი აწიოკებით რომ ისახელეს თავი. დასავლეთში გაქცეულები ამერიკელ სამხედროებს ჩაბარდნენ, იმათ კი საბჭოთ კავშრის მოთხოვნა, ამ დამნაშავეების მისთის გადაცემაზე უარყვეს.
ბანდერელებმაც საქართველოდან უკრაინაში გადახვეწილი ნაციონალი დამნაშავეები დიდი პატივით მიიღეს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა, მათი გადმოცემის შესახებ, უარყვეს და დღემდე თბილად ყავთ ჩახუტებული.
თითქმის მთლად რუსულენოვან უკრაინაში რუსულად ლაპარაკი დანაშალად ჩათვალეს; სამამულო ომში დაღუპულთა ობელისკების დარბევა დაიწყეს; რუსეთის უძველეს ქალაქ – კიევში მოსკოვის პროსპექტს ხალხის საძულველ ბანდერას სახელი შეარქვეს; რა ჩამოთვლის იმათ მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულებს!..
ნატოსაც ქვეყნების უბდეურებად გაუნებივრდნენ ამბციები და უკრაინის დენთის კასრად გადქეცევას შეუდგა. ოჩაკოვო – სუვოროვის მხედართმთავრული ტალანტის სიმბოლო, სამხედრო ბაზად გახადეს. სერბეთიდან დაიწყეს და ახლა რუსეთს ცხვირწინ უტრიალეენ მუშტს.
ბოლოქანქარა რასმუსენიც ბაბაჯანას ქოშებივით ნაკუწებად შეკოწიწებულ ნატო-ში ახალი ნაკუწების მიკვრის დაპირებებს უმეცრის გულუხვობით არიგებს.
მრავალი თავხედობით გაღიზიანებული რუსეთი იძულებული გახდა ნატო-ს პროვოკაციების აღსაკვეთად და უკრაინის მოსახლეობის ბანდერული ნეოფაშისტების მძევლობიდან დახსნის ოპერაცია დაიწყო.
ახლა დასავლეთი და მისი ლაქიათა ხროვა ქვეყანას რომ ყრიან, ვითომ უკრანელთა დასაცავად, რას ფიქრობდნენ რუსეთის განუყოფელი ნაწილის, მისი ტყუპისცაილი – უკრაინის ნეოფაშისტების საჯირითოდ გადაქცევისას?!
საქართველოს სხეულზე პარაზიტებად ჩათესილი – ხალხის საძულვილი ლიბერასტები; გარყვნილი სექსუალური მანიაკები; ნეოფაშიზმის შხამიანი ცურნაწოვი ნაციონალი ბაბუინები; უავტორიტეტო პარტების დამყაყებული, ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ვაი პოლიტიკოსები ანტირუსული ფსიქოზით დაავადებულთა ღვარძლს ქართველი ხალხის სახელით რომ ანთხევენ, ამით საქართველოს უბედურება თუ დაატეხეს თვას, ქართელი ხალხის სუსხიანი სამსჯავროდან ევროატლანტიკური გამქეზებლები ვერ გადაარჩენენ!..
გივი სომხიშვილი
წყარო: საქინფორმი . http://saqinform.ge/