რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ელჩმა ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა.
მისი განცხადება ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებას მოჰყვა, რომ რუსეთი G20-დან გარიცხონ.
„არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, დიდი ოცეულის სამიტს, მიმდინარე წელს სწორედ ინდონეზია მასპინძლობს. ის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.