გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ერთ ამბავს იხსენებს და წერს:
,,აგვისტოს ომის უცნობი ისტორიები: გორის ამბებს ვინც იხსენებთ უკუღმა, იმას რატომ არ ყვებით, აფხაზეთიდან რომ რუსების კოლონა დაიძრა ენგურის ხიდისკენ, მიშა სააკაშვილი დაცვის ერთ ბიჭთან ერთად იდგა ხიდზე სნაიპერების სამიზნედ! და მასთან ერთად ერთადერთი პოლიტიკოსი პაატა დავითაია. ძლივს დაარწმუნეს, რომ ხიდს უნდა მოშორებოდა.
რეზიდენციაში მიბრუნებულმა რომა შამათავას დაურეკა:
-პირობას გაძლევ, სამი საათი შევაკავებ ამ კოლონას, მაგრამ მერე დაბომბვას დაიწყებენ და გაგვიჭირდება საჰაერო ბრძოლაო, – იყო შამათავას პასუხი.
ზუგდიდი აოხრებას შამათავას ზარმა გადაარჩინა. უსტინოვს დაურეკა – თუ ერთ ზუგდიდელს ზედმეტ სიტყვას ეტყვი, იცოდე, შენს ახლო-მახლო ვტრიალებ და ჰაერში აგწევო!
ასე დააჩოქა პუტინმა ფეხზე წამომდგარი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო.
სააკაშვილი და შამათავა ერთ ციხეში ჰყავს გამოკეტილი. ჩვენი ოფიცრები სხვა ქვეყნის ომში იღუპებიან!”.