რუსეთს გაზის საფასურად დოლარის და ევრო ნაცვლად, რუბლს ითხოვს! დაბნეული ევროპა გამოსავალს ვერ პოულობს

რუსეთის პრეზიდენტის ლოგიკურმა და ძალიან ძლიერმა გადაწყვეტილებამ, ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურად, მიმღებმა ქვეყნებმა, ევროს და დოლარის ნაცვლად, რუბლები გადაიხადონ, ევროპაში დაბნეულობა გამოიწვია. ექსპერტები უკვე საუბრობენ ევროპისთვის ნეგატიურ შედეგებზე.

კარსტენ ფრიჩისთვის, Commerzbank-ის სასაქონლო ანალიტიკოსისთვის, ვლადიმირ პუტინის ნაბიჯი ასე აიხსნება: „ეს არის საპასუხო მოკითხვა  ე. წ. არამეგობრული სახელმწიფოებისათვის. პუტინს სურს, აჩვენოს, რომ მას სხვაგვარადაც შეუძლია მოქმედება“.

გაზი შეიძლება „გაძვირდეს“ გერმანელი მომხმარებლებისთვის

FOCUS Online-თან საუბარში, ფრიჩი აღწერს, თუ რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გერმანელი მომხმარებლებისთვის. „ახლა არსებობს რეალური საფრთხე, რომ ევროკავშირში გაზის ემბარგო დაწესდეს. შედეგად, გაზი შეიძლება მნიშვნელოვნად გაძვირდეს გერმანელი მომხმარებლისთვის“, – გვაფრთხილებს ექსპერტი. „ამას მოკლევადიან პერსპექტივაში სხვა მომწოდებლებით ვერ ავანაზღაურებთ. ეკონომიკის მინისტრი ჰაბეკი ყატარში იმყოფებოდა, მაგრამ ალბათ რამდენიმე წელი გავა, სანამ იქიდან ჩვენთან LNG-ის (თხევადი ბუნებრივი გაზი) მოწოდება დალაგდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ გვიშველის“.

ანუ გაზის ბოიკოტი მოდის? ფრიჩი ამას აღარ გამორიცხავს: „შესაძლოა, ევროკავშირის მთავრობებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ ბოიკოტით. ჯერჯერობით გაზის ემბარგოზე საუბარი არ ყოფილა. მაგრამ დღევანდელი ამბები ახალ ვითარებამდე მიგვიყვანს. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ რეაგირებენ პოლიტიკოსები ამაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, პუტინს ნაკლები შემოსავალი ექნებოდა“.

ეკონომისტი ბოფინგერი: რუბლის კურსი „მყისიერად გამყარდა“

აქამდე გაზით ვაჭრობის პრინციპი ასე მუშაობდა: თუ გაზპრომს მიწოდების თანხას დოლარში უხდიან, კონცერნი უცხოურ ვალუტას რუსეთის ცენტრალურ ბანკთან რუბლებზე ცვლის. თუმცა, განსხვავებაა იმაში, რუსული კომპანია გადაცვლის დოლარს რუბლებში თუ თავად დასავლეთი.

“თუკი რუბლი ჩვენს მიერ იქნა შესასყიდი სავალუტო ბაზარზე, ეს რუბლის კურსს გაამყარებს” – ამბობს მაკროეკონომიკის ანალიზის საბჭოს ყოფილი წევრი (ე. წ. “ეკონომიკის ბრძენთა საბჭო”), პეტერ ბოფინგერი Handelsblatt-თან საუბარში. დოლარი აღარ დაჯდება იმ ანგარიშებზე, რომლებზეც დასავლეთს შეეძლო სანქციების დაწესება”.

წყარო: FOCUS. DE