ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც ინტერნეტის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, რუსეთში, გაამხიარულა. საქმე ულტრაზებგერით რუსულ რაკეტას, “კინჟალს” ეხება, რომელიც სულ ახლახან წარმატებით გამოიყენა რუსეთის არმიამ უკრაინაში.
ბაიდენმა განაცხადა: “ეს [რაკეტა “კინჟალი”], როგორც იცით, მძლავრი იარაღია, თუმცა ისეთივე საბრძოლო თავით, როგორც სხვა გასროლილ რაკეტებს აქვთ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ამ რაკეტის შეჩერება თითქმის შეუძლებელია”.
ამ აბსურდის გამო, რუსებმა ტელეგრამ-არხებზე შემდეგი კომენტარი გაავრცელეს: “ვაფრენთ ამ ბაბუზე!”
video: