“ნაცმოძრაობისა” და “ევროსაქართველოს” არცერთ კითხვას არ ვუპასუხებ

მე მაგათთან საერთოდ საქმე არ მაქვს. არც პასუხის მოთხოვნა მინდა და არც პასუხს არ გავცემ მათ არცერთ შეკითხვას, წინასწარ გეუბნებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ პასუხი უნდა ჩააბარონ ქართველ ხალხს, იმ უპატიებელი შეცდომებისა და დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“თანხა იყო 83 000 დოლარი და საათების ყიდვის გადაწყვეტილება მე მივიღე დეკემბერში, მაშინ პანდემია ჯერ არ იყო. ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ვთხოვე, რომ კიდევ ერთი საათი შეექმნა საათი ჩვენი ჯარისთვის და ასე მოხდა შესყიდვა. მე ჯარში თითოეულ დანახარჯზე ვარ პასუხისმგებელი. მე ძალიან კარგად ვიცი, რას განვკარგავ და რას ვხარჯავ. სამხედროების წახალისება ყველგან ნორმაა და უხერხულია ჯარს დაამადლო თუ წამოაძახო 160 დლარიანი საათი. ეს არის სამოტივაციო საჩუქარი. ასევე დამკვიდრებულია იარაღის ჩუქებაც, რასაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრიც აკეთებდა და კიდევ გააკეთებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, როგორც ის ამბობს, რა ფორმით აპირებს ოპოზიციისგან ბრალებებზე პასუხი? – ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს:

“მე მაგათთან საერთოდ საქმე არ მაქვს. არც პასუხის მოთხოვნა მინდა და არც პასუხს არ გავცემ მათ. არცერთ შეკითხვას, წინასწარ გეუბნებით. მათ პასუხი უნდა ჩააბარონ ქართველ ხალხს. იმ უპატიებელი შეცდომებისა და დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ბოლო 30 წელში პირველი ხელისუფლებაა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომლის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია. ამისთვის მადლობა ღმერთს, ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მის გონივრულ პოლიტიკას. ეს არის პირველი პრეცენდენტი. ახსენეთ 4 ომი და ამ ოთხმა დაგვიტოვა ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლიდანაც ჩვენ დღემდე ვერ გამოვდივართ. ის ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებამაც დააკანონა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია, რა სინდისით ლაპარაკობენ პოლიტიკაზე საერთოდ?!”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 12 ივნისს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

 

 

 

 

“აიპრესი”