შარლ მიშელი – უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია, ვეთანხმებით მის ევროპულ არჩევანს

შარლ მიშელი – უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია, ვეთანხმებით მის ევროპულ არჩევანს და უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი.

შარლ მიშელმა ევროპარლამენტში ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია.

– “ვერსალში ორი კვირის წინ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა უკრაინისთვის. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. უკვე მობილიზებულია ერთი მილიარდი ევრო. ასევე, გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში და უნდა შევასრულოთ მათი უმეტესობა. ისევე, როგორც გასულ კვირაში, გავაგრძელეთ მხარდაჭერა ენერგოსექტორში, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ჩვენ ელექტროქსელში ჩავრთეთ” – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ასევე ინტენსიურად მუშაობდნენ დიპლომატიურ ფრონტზე, რათა დაესრულებინათ ომი.

„პრეზიდენტმა მაკრონმა და კანცლერმა შოლცმა ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დიპლომატიურ ძალისხმევაში. პრეზიდენტ ზელენსკის თითქმის ყოველდღე ვესაუბრები. პუტინს რამდენჯერმე ვესაუბრე. ჩვენი უკრაინელი მეგობრები ასევე გვთხოვენ, სხვა სახის დახმარებას. ეს არის პოლიტიკური დახმარება. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია და ვეთანხმებით უკრაინის ევროპულ არჩევანს; მის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი. გადავწყვიტეთ, დაუყოვნებლივ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები და პარტნიორობა, მხარი დავუჭიროთ ევროპული გზისკენ მისწრაფებაში. წამოვაყენეთ შეთავაზება, გავხსნათ უკრაინის სოლიდარობის ფონდი, რათა უზრუნველვყოთ მხარდაჭერა უკრაინისთვის“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

წყარო: ptn.ge