84 წლის ასაკში, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
მადლენ ოლბრაიტი თანამდებობას 1997 წლიდან 2001 წლამდე იკავებდა.
ყოფილ სახელმწიფო მდივანს დიდი წვლილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
ოლბრაიტი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა იყო. ქვეყნის პირველ დიპლომატად გახდომამდე, ის გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ოლბრაიტი მხარს უჭერდა ნატო-ს გაფართოებას, მოუწოდებდა ბალკანეთში ინტერვენციისკენ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დაუსაბუთებელი საბაბით და გააჩაღა კიდეც ბალკანეთის ომი 1999 წლის 24 მარტს, იუგოსლავიისა და მისი მთავარი რესპუბლიკის – სერბეთის წინააღმდეგ.
ნატოს ავიაცია განუწყვეტლივ ბომბავდა სერბეთის მშვიდობიან ქალაქებს, მოსახლეობას. ნატოს აგრსიამ, რომელიც გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა, იუგოსლავიის დაშლა გამოიწვია, სერბეთს კი მისი ძირძველი მხარე – კოსოვო ჩამოაჭრეს.