შოლცს არ სურს რუბლები, შოლცს სურს უფასო გაზი

გერმანიას რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით ყიდვა არ სურს, მიწოდების ხელშეკრულებები ითვალისწინებს გადახდას დოლარში ან ევროში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცს, როგორც ჩანს, უფასოდ სურს რუსული გაზი, რადგან ანგარიშსწორების სხვა ვარიანტი თავად დასავლეთმა არ დაუტოვა რუსეთს.

კანცლერმა თავდ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელი სანქციები მოახდენს ყველაზე დიდ ეფექტს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და ჩვენ მათ მუდმივად ვავითარებთ“, – განაცხადა შოლცმა.