ვოლფ მესინგმა იწინასწარმეტყველა კონფლიქტი სსრკ-სა და დასავლეთს შორის

ვოლფ მესინგმა იწინასწარმეტყველა კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

იოსებ სტალინის პირველმა საბჭოთა ცნობილმა ექსტრასენსმა და პირადმა წინასწარმეტყველმა ვოლფ მესინგმა, მისი სიცოცხლის განმავლობაში, ბევრი მოვლენა იწინასწარმეტყველა, მათ შორის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მოხდებოდა!

მესინგმა დატოვა 21-ე საუკუნის 20-იან წლების პროგნოზი, რომელშიც მან თქვა, თუ როგორ დამთავრდებოდა კონფლიქტი დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის (ანუ სსრკ-ს დღევანდელ მემკვიდრე რუსეთთან) და ვინ გამოვიდოდა მისგან გამარჯვებული!

ნათელმხილველმა სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის 21-ე საუკუნეში. ვოლფ მესინგი ამტკიცებდა, რომ ეს გავლენას მოახდენდა ყველა სლავურ ხალხებზე და ყველაზე დრამატული მოვლენები დაახლოებით 20-იანი წლების დასაწყისში მოხდებოდა.

– “დასავლეთის სახელმწიფოების მთელი ბუნება გატყდება, ისინი არ მალავენ სიძულვილს ყველაფრის მიმართ, რაც რუსულია – უბრალო ხალხიდან დაწყებული დიდი რუსული კულტურით დასრულებული”.

ექსტრასენსმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ კონფლიქტი სერიოზული იქნებოდა და მასში ევროპულ ქვეყნებთან ერთად შეერთებული შტატებიც ჩაერთვებოდნენ. ყოველივე ეს კი გამოიწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რყევებს და დიდ დაძაბულობას მთელს მსოფლიოში.

თავის პროგნოზებში მესინგი ასევე ოპტიმისტურად აცხადებდა, რომ მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტი გლობალურ ომში არ გადაიზრდებოდა და ის საბჭოთა კავშირის, ანუ მისი დღევანდელი მემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სრული დაცვით დასრულდებოდა!…

წყარო: Bloknot პორტალი