ეუთო-ს თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ 29 მარტიდან პირველ აპრილამდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ 29 მარტიდან პირველ აპრილამდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
ეუთო-ს ცნობით, საქარველოში ვიზიტისას ზბიგნევ რაუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის შეხვდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანში ვიზიტს, ეუთო-ს თავმჯდომარე იქ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გეგმავს შეხვედრას. სომხეთში ზბიგნევ რაუ პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოაინს შეხვდება.
ზბიგნევ რაუს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტურნე ფოკუსირებული იქნება მშვიდობიანი თანამშრომლობის, დიალოგისა და სტაბილურობის განვითარებაზე.
წყარო: 1tv.ge