ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა.
განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა.
28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air-ი ასრულებს. პირველი რეისის მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.