მიმდინარე წლის მარტში ესპანეთში ინფლაცია ბოლო 37 წლის მაქსიმუმზეა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ესპანეთში ინფლაციამ 9,8% შეადგინა, რაც ბოლო 37 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1985 წლის მარტში დაფიქსირდა. ცნობისათვის, მიმდინარე წლის თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი 7,6% იყო.

„ეს დინამიკა გამოწვეულია სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემადგენელი ელემენტების ზრდით. ესენია, მაგალითად, ელექტროენერგიის, საწვავის. საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების საფასურის ზრდა“, – აცხადებენ უწყებაში.