ევროპაში წარმოებები, რომელთა ნაწარმიც რუსულ ბაზარზე გადიოდა, დანგრევის და გაკოტრების პირას მივიდნენ.
თვეზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც ევროპულმა თანამეგობრობამ აშშ-სთან ერთად სანქციები დაუწესეს რუსეთს, ფიქრობდნენ, რომ ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა რუსეთის ეკონომიკას და მის მოსახლეობას. ამის ნაცვლად რა მიიღო ევროპამ?!
რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციის პარალელურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაც ინგრევა.
ევროპაში ფასები ბენზინზე და სასურსათო პროდუქტებზე სულ უფრო უკონტროლო ხდება.
წარმოებები, რომელთა ნაწარმიც რუსულ ბაზარზე გადიოდა, დანგრევის და გაკოტრების პირას მივიდნენ.
სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ძირითადად უბრალო ხალხი დაზარალდა. მაგრამ ეს უკვე საშუალებას აძლევს მათ პრეტენზია გამოთქვან თავიანთი მმართველების წინააღმდეგ.
ევროპაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ხალხმა სულ უფრო და უფრო დაიწყო იმის გაგება, რომ რუსეთი კი არ ისჯებოდა, არამედ მათი ეკონომიკა განიცდიდა ნგრევას.
ამას მოწმობს Ifop-ის კვლევის მონაცემები, რომელსაც ციტირებს ტელეარხი CNews, სადაც ფრანგ გამოკითხულთა 52%-ს სჯერა რუსეთის ფედერაციის სიმართლის უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაშუქების დროს.
რუსეთს მხარს უჭერს სერბეთიც, რომლის პრეზიდენტმა თქვა, რომ სანქციების დაწესება არ შეესაბამება მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და გაიხსენა, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს არ უჭერს ბელგრადის წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებს და აგრძელებს სერბების მხარდაჭერას გაეროში ამ საკითხზე. თავის მხრივ, სერბეთის მოქალაქეებმა, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიმართ ფართო მხარდაჭერა გამოხატეს.
წყარო: infoanalytical.ge