უკრაინული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევის საკითხს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც ქვეყანა მათ უცხადებს. მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან ოპოზიცია დგას.
„აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებაში იქ არიან. ესენი არიან – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ დროს ბუნებრივია, არსებობს კონკრეტული რისკები და ამ რისკების შედეგებს ვხედავთ ჩვენ. ქართული სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა არის შეურაცხმყოფელი, მათ შორის იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც ჩვენ უკრაინას აღმოვუჩინეთ პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.