1 აპრილიდან – 30 აპრილის ჩათვლით რე|ბანკის პარტნიორ ტანსაცმლის მაღაზიებში ტოპ|ქარდით გადახდისას სტანდარტული 3 თვის ნაცვლად დანახარჯი 6 თვეზე გადანაწილდება თანაბრად, ეფექტური 0%.
აღნიშნული პირობა 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს ტანსაცმლის ბრენდებში პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზე, ფეხსაცმელზე, აქსესუარებზე, საბავშვო ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზე.
აქციაში მონაწილეობენ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მსხვილი ჯგუფები და მათში შემავალი ბრენდები: რითეილ გრუპ ჯორჯიას ქსელი – ზარა, მანგო, ოიშო, ბერშკა, ფულ & ბეარი და სხვა, დრესაპის მაღაზიები – შუზ ფექთორი, მავი, ეტამი, ადიდასი, ლი, ვრანგლერი და სხვა, ჯითექსის ბრენდები – ოვს, ტერანოვა, პენტი, მატალანი, ასევე ნავნეს მაღაზიათა ქსელი, სალამანდრა და ელ სი ვაიკიკი, ასევე ონლაინ მაღაზიები shopshop.ge და buyers.ge.
აქციაში მონაწილე მაღაზიების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3IWE2Y1, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:
თბილისი, პეკინის გამზირი #19
თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.
“იმედინიუსი”