იქნებ გაგვაგებინოთ, რისთვის დავდივართ ამ ბრიუსელში, ან იქნებ საკმარისი არ არის უკრაინის მაგალითი?!

იქნებ გაგვაგებინოთ, რისთვის დავდივართ ამ ბრიუსელში, ან იქნებ საკმარისი არ არის უკრაინის მაგალითი?!

საკმარისზე მეტიც არის !!!

ნატოს კოლექტიური თავდაცვა ერთი დიდი ტყუილია და ამერიკული პროპაგანდის მიერ თავს მოხვეული ილუზიები, თითქოს ხვალ ან ზეგ უკვე წევრი სახელმწიფო ვიქნებით! თითქოს, ჩვენთვის იბრძოლებენ.

ბრიუსელში წინ და უკან სირბილს და ღია კარზე არაფრის მომცემი კაკუნის ნაცვლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკის წარმოება გვჭირდება და არ “ვაშინგტონ – ბრიუსელის” ინტერესების მსახურება.

იმავე კარზე დიდიხნის კაკუნის შემდეგ უკრაინა მიწასთან სანამ არ გასწორდა მანამდე ვერ, აღმოხვდა იმ კლოუნს, რომ თურმე ნეიტრალიტეტზე საუბარიც შეიძლებოდა და ამ სტატუსზე დათანხმებაც.

“პატრიოტთა ალიანსი” უკვე წლებია რაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე აქტიურად საუბრობს, ამ ყველაფერს “სააკაშვილ – კობახიძე ბოკერიები” რუსულ პროპაგანდად ასაღებდნენ და “იარლიყების” მიწებებით იყვნენ დაკავებულნი.

დღეს იგივე ხალხი უკრაინის ნეიტრალიტეტს გამარჯვებად გვისაღებს.

თუ ეს გამარჯვებაა და უკრაინა ნატოზე უკეთესს მიიღებს, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება ამ გამარჯვების, ომის გარეშე მოპოვება?!

წყარო: infoanalytical.ge