საქართველოს მრავალწლიანი იუსტიციის მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი თეა წულუკიანი, ამერიკელ კონგრესმენებს ქართულ მედიასივრცეში პასუხობს და ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერ-ჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად თუ ოპოზიციისთვისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”.