,,შენს მკვლელს არავინ აცოცხლებს” – ქუთაისში მამაკაცი ცოლის დამ მოკლა

დღეს ქუთაისში საზარელი მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავისი სიძე, ტიტე კორძაძე მოკლა.

როგორც ყვებიან, ქალი სიძეს თავისი დის მკვლელობაში ადანაშაულებდა. მან ჭრილობა ყელში მიაყენა. მამაკაცი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე გა­იქ­ცა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კორ­ძა­ძის ცოლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ,,ტიტე მთე­ლი სო­ფე­ლი დაგ­ტი­რის, სული გვეწ­ვის ალალ­მარ­თა­ლო ბიჭო! უბო­რო­ტო, კე­თი­ლო… მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, რომ ამ­ბო­ბენ, ღმერ­თსაც კარ­გე­ბი უნ­დაო. კარ­გი არა, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, შენს სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არ უწე­რია”, ,,შენს მკვლელს არა­ვინ აცო­ცხლებს, შენ უფალ­მა ნა­თელ­ში გამ­ყო­ფოს, ალა­ლო ბიჭო, მთე­ლი სოფ­ლის გუ­ლის ტკი­ვი­ლო”, ,,ჯერ ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ცოლი, ახლა ეს, რა უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და მათ ოჯახ­ში…” – წერენ ახლობლები.

ამბები.ჯი