მოსამართლე ბუგიანაშვილი აშშ კონგრესმენების წინააღმდეგ – რურუა პატიმრობაში რჩება

იყო მოლოდინი, რომ დღეს გიორგი რურუას გაათავისუფლებდნენ. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა უკვე მერამდენედ არ დააკმაყოფილა”მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა, რურუას აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ,წინა სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას საქმეზე, ბრალდების მხარის 4 მოწმე, ექსპერტ-კრიმინალისტები დაიკითხა, აქედან 2 ესწრებოდა ნუშის აღების პროცედურას, 2 ესწრებოდა გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკას. 

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით კი “ესენი არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები საქმესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ ესწრებოდნენ ავტომობილის ჩხრეკას, მაგრამ მათ მაინც მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოს. კერძოდ, სასამართლოს დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ბამბის ჩხირით შესაძლებელია დნმ-ის ნიმუშის დატანა ნებისმიერ ნივთზე”

დიმიტრი საძაგლიშვილი პრუკურატურამ განცხადებით უპასუხა: გიორგი რურუას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულია შსს-ს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში და დალუქულია კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით

ცნობისთვის, შსს-მ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი.

 

წყარო: ipress.ge