საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.
„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, დღეს, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა “დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს”
ამასთან, ამერიკის საელჩოს ირაკლი ოქრუაშვილი გამოექომაგა და გუბაზ სანიკიძეს “მუცლით მეზღაპრე” უწოდა:
“ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს”, – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ში.
წყარო: ipress.ge