“მატყუარავ! მატყუარავ! გააჯ*ი! გააჯ*ი!” – კანცლერი შოლცი ხალხმა “გააპაზორა”

ქალაქ ესენში კანცლერი შოლცი ჩავიდა, ადგილობრივ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატების მხარდასაჭერად. მაგრამ, ტაშის ნაცვლად, ოლაფ შოლცმა გამაყრუებელი სტვენა და საპროტესტო შეძახილები მიიღო. შოლცი შეეცადა, “პუტინის მიერ გაჩაღებული ომით” ესპეკულირა, მაგრამ ამით ხალხი შეცდომაში ვერ შეიყვანა. შოლცს ომის წახალისებაშიც დასეს ბრალი. “მატყუარავ! მატყუარავ! წაეთრიე! გააჯ*ი!” – მკაფიოდ ისმის მრავალრიცხოვანი მიტინგის მონაწილეთა ხმა, რომლებმაც შოლცის მომხრე პარტიული აქტივი აშკარად დაჯაბნეს.

გერმანიაში ენერგომატარებლებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა ბოლო ორ თვეში საგრძნობლად მოიმატა, ექსპერტები უკვე ორნიშნა ინფლაციაზე საუბრობენ. მთავრობა ცდილობს, ყველაფერი “ბუას” ანუ პუტინს გადააბრალოს. როგორც ჩანს, ეს მეთოდი გერმანელებს უწინდებურად ვეღარ დააბნევს. ვიდეოს ქვეშ, რომელიც “იუტუბზეა” დადებული, ადამიანები ძირითადად შოლცის საწინააღმდეგო კომენტარებს ტოვებენ: “იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება დიდი ხნის მანძილზე”. “ტყუილები, ტყუილები, ტყუილები… ამდენი ტყუილის მოსმენა აღარ შემიძლია!” “ას დღეზე ცოტა მეტ ხანს რომ ხარ არჩეული და შენი მმართველობის შედეგები ასეთია… ყოჩაღ”. “შესანიშნავია. როგორ ვწუხვარ, რომ ასე შორს ვცხოვრობ, თორემ მეც მანდ ვიქნებოდი”… “სცენის წინ დაქირავებული ტაშის დამკვრელები დაიყენა – სამარცხვინოა”…

იხ. ვიდეო: