გუბაზური ცრემლები ამერიკას – “ბოდიშს ვიხდი, ეს არის ჩემი ბრალი!”

“გუშინ, “ტვ პირველის” ეთერში ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას ეთერში და არასწორად ჩამოვაყალიბე. ეს არის ჩემი ბრალი.

არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ამერიკისა საელჩოსა და ქალბატონ ელჩს. მინდა დავადასტურო უდიდესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ. საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

გუშინ, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” კი ლაღად განცხადა: “დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს”, რამაც აშშ ელჩის მკაცრი პასუხი და “ნაცი” კოლეგების მხრიდან მისი გაკიცხვა გამოიწვია.