ინტერვიუ “ქართული იდეის” ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან ჩაჩუასთან

 – ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით მოკლედ მოქმედი ხელისუფლების მმართველობას ? 

– 2012 წლიდან “ოცნების” გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებს და ნაცმოძრაობასთან აშკარა კოჰაბიტაციას, უკანასკნელ დროს დაემატა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და ადამიანების შინ გამოკეტვა. ზოგადად რომელ ანტიკრიზისული გეგმაზეა საუბარი ? ხალხის სახლებში გამოკეტვამ, საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩენამ და გაზრდილმა ფასებმა ყველა მოქალაქე დააზარალა. შეზღუდვებმა და კომენდანტის საათმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას. ხელისუფლებამ არც თვითონ იფიქრა აგრარულ სექტორზე და ცალკეულ ადამიანებსაც მოუსპო იმის საშუალება, თვითონ მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი საკუთარ მიწაზე. როდესაც ხვნა-თესვის დრომ გადაიარა, ფერმერების გულის მოსაგებად ჰექტარზე 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გამოყვეს. მაისის თვის დახმარებით, კი საკოლმეურნეო ბაზრები ვერ შეივსება. ბევრი ექსპერტის აზრით, სამყაროში შიმშილია მოსალოდნელი და ყველა სახელმწიფო საკუთარ თავზე ზრუნავს. საკუთარ თავზე ზრუნავს ჩვენთვის ხორბლეულის მომწოდებელი რუსეთის ფედერაცია და ყაზახეთი. რეალურად სახეზე მივიღეთ აშკარა პიარ-აქციები და არა ორიენტირებული ნაბიჯი.

შევხედოთ სიმართლეს. თითქმის ყველა მოქალაქეს კრედიტი აქვს აღებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილ და დაზარალებულ მოქალაქეებს კრედიტების გადავადებაში პროცენტებს გადაახდევინებენ. ბანკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და რეალურად მევახშეები მოითბობენ ხელს.

 

– ბიუჯეტის შევსებას ტურიზმით ცდილობენ ისევ და რამდენად რეალურია განცხადება?

– რეალობაა ის, რომ ტურიზმი ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ მისთვის წამყვანი პრიორიტეტის მინიჭება პოლიტელიტის ინტერესებზე უფროა გათვლილი. ზოგადად ტურიზმი და დასასვენებელი ინდუსტრია ჯანსაღ მიმართულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ტურიზმი ფაქტობრივად არის ბორდელის ტიპის სასტუმროების, ღამის ბარების, გეი-კლუბების, საუნებისა და კაზინოების ქსელი – ის რაც, რეგიონის ყველა მეზობელ სახელმწიფოში კანონით აკრძალულია ! მუდამ საქართველო იყო კავკასიის გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და გეოკულტურული ცენტრის ფუნქციის მატარებელი. ამათ კი სათამაშო ბიზნესის, ნარკო- და სექს-ტურიზმის რეგიონალურ დერეფნად აქციეს უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანა. ტურიზმი უმაღლეს დონეზეა განვითარებული იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში, მაგრამ მათი ეკონომიკა მაინც დაბალ ნიშნულზეა.

ჩვენს შემთხვევაში ტურიზმზე აქცენტის გაკეთება პირდაპირ კავშირშია იმ შავ და ბინძურ ფულთან, რომელსაც მშვენივრად ინაწილებს ნაც-ქოცებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ელიტა.

 

 – მარნეულში გარკვეულწილად დაიძაბა ვითარება,  რა კომენტარს გააკეთებდით ? 

 

– ფაქტია, რომ დიდი გამოწვეების წინაშე მდგარ ქვეყანაში, ნაცმოძრაობა მარნეულში ოცნების მერს იცავს, რომელმაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბოლშევიკი წითელი კომისრის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარმარილოთი მოაპირკეთა დაბადებიდან 150 წლისთავის აღსაღნიშნად. ზუსტად რომ ნარიმანოვმა ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანზე გადაცემის დოკუმენტს მოაწერა ხელი. საქართველოს მხრიდან ამ დოკუმენტს ფილიპე მახარაძის ხელმოწრა “ამშვენებს”.

2011 წელს ნაცმოძრაობის მიერ მიღებული კანონის (ე.წ პატრიოტის აქტი) მიხედვით, რომელიც კოჰაბიტაციის პირობებშიც აგრძელებს მოქმედებას, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკის საჯაროდ გამოტანა და ძეგლების აღმართვა. სწორედ ამ კანონზე აპილირებს დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც გორის მოსახლეობას უარს ეუბნება სააკშვილის მიერ ქალაქიდან გატანილის სტალინის ძეგლის უკან დაბრუნებაზე.

ძეგლის რესტავრაციაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს ! არადა, ხალხს გორის სოფლებში სტალინის მცირე ბიუსტების ეზოში დადგმის უფლებასაც არ აძლევს და 9 მაისს, გამარჯვების პარკში მისულ ომის ვეტერანებს საბჭოთა სიმბოლიკის ნებისმიერ გამოვლინებას უკრძალავს !

 

–  დღეს ყველა პრობლემასთან ერთად, საქმე გვაქვს სიბილწის და უზნეობის პროპაგანდასთან. როგორ ფიქრობთ, რა გზებით უნდა დავამარცხოთ ყოველივე ? 

 

– გეთანხმებით ! ქვეყანაში არის საგანგაშო ვითარება: მოამაგე და სამშობლოზე შეყვარებული ქართველობის ნახევარი ემიგრაციაშია გადახვეწილი. აქ დარჩენილთა უმრავლესობა კი ისე მიეჩვია სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რომ სრულ უიმედობაში ჩავარდნილს საერთოდ არ აინტერესებს რომელი არქიფო ეყოლება ხელისფლად, როგორ გაულანძღავენ ეკლესიას, ვინ წაართმევს დავით გარეჯის წმინდა მიწას, სად ჩაუტარებენ გეი-კვირეულს, როგორ გაუნარკომანებენ შვილებს და ა.შ …

ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე გამოსავალი ერთადერთია – ეროვნულად მოაზროვნე ძალების გაერთიანება. სხვანაირად, ამ მანკიერ სისტემას ვერ მოვიშორებთ ! თუ პარლამენტში ბრძოლაა საჭირო, მაშინ იქ უნდა შევიდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან დაკომპლექტებული ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც ნაც-ქოცური კლანივით პირადი გამორჩენის გამო არ იქნება გარე ძალების დირექტივების ბრმა შემსრულებელი და თავს არ დაზოგავს ქართველი ერის ინტერესების გატარებისთვის.

 

მოამზადა ბექა კვიციანმა