უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის, კურტ უოლკერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის ერთად დაყენება არასწორია.
კურტ ვოლკერი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.
„ეს ორი სხვადასხვა ადამიანია, სხვადასხვა წარსულითა და კავშირებით. ვფიქრობ, მათი ერთად დაყენება ამგვარ ჭრილში არასწორია. ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან დამოუკიდებლად მოქმედებს, ხოლო მედვედჩუკი კი ძალიან დაკავშირებულია პუტინთან. ამგვარად, არ ვფიქრობ, რომ მათი ერთად დაყენება შეიძლება“, – განაცხადა კურტ უოლკერმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კურტ უოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტში საკითხის შესწავლის სიღრმის ნაკლებობაა. თუმცა, მისი თქმით, ეს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების პოზიციას ასახავს და ამ თვალსაზრისით ანგარიში საყურადღებოა – იუწყება imedinews.ge.
მართალია, უოლკერი ყოფილი ჩინოვნიკია, მაგრამ იგი საქართველოსა და უკრაინის მიმართ აქტიურობას ინარჩუნებს, ვინაიდან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საკუთარი ფინანსური კაპიტალის გარკვეული ნაწილი ამ აქტიურობას უკავშირდება.